გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტს უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტია და არა სხვა სახელმწიფოსი - სამწუხაროდ, მისი განცხადებები სხვა სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარეობს

პრეზიდენტს უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტია და არა სხვა სახელმწიფოსი - სამწუხაროდ, მისი განცხადებები სხვა სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარეობს, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ე.წ. უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტებზე სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას და მის მიერ დაანონსებულ ვეტოს.

მაჭარაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი იმ თამაშში შედის, რასაც კანონის განხილვამდე წინასწარ რაღაც ტიპის იარლიყების მიწებება ჰქვია.

"ყველა თანამდებობის პირი საკუთარ ფუნქციებში უნდა მოქმედებდეს. საქართველოს პრეზიდენტს თავისი ფუნქციები კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული და როცა გარკვეული ტიპის განცხადებებს აკეთებს, საქართველოს სასარგებლოდ მაინც გააკეთოს და არა სხვა ქვეყნის, რადგან სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, მისი განცხადებები გამომდინარეობს სხვა სახელმწიფოების ინტერესებიდან საქართველოს გარდა. ის, რომ ჯერ კანონპროექტის განხილვაც არ არის დაწყებული და პრეზიდენტი ვეტოს აანონსებს, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ სამწუხაროდ, ისიც იმ პროცესში ერთვება, რასაც ჰქვია, რომ კანონპროექტის დეტალებშიც არავინ შევიდეს და ნარატივი იყოს, ვითომ, ეს არის რუსული კანონი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს