უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი იმედოვნებს, რომ უნგრელი კანონმდებლები შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას „რაც შეიძლება სწრაფად" მოახდენენ.
„ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ადვილად მოსაგვარებელი ტექნიკური საკითხია. ასე არაა. ეს კომპლექსური გადაწყვეტილებაა სერიოზული შედეგებით, ამდენად, ის წინდახედულად უნდა იქნას განხილული“, - აღნიშნა ნოვაკმა.
უნგრეთის პრეზიდენტის თქმით, მისი პოზიცია ნათელია და არსებულ ვითარებაში შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება გამართლებულია.
შეგახსენებთ, გასული წლის მაისში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე ოფიციალურად განაცხადეს. ალიანსის წევრი 30 ქვეყნიდან ჯერჯერობით 28 სახელმწიფომ მოახდინა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება. რატიფიცირება მხოლოდ უნგრეთსა და თურქეთს არ გაუკეთებიათ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"