გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილმა ყველანაირ კონსტიტუციურ ფუნქციას, როლს, უფლებამოსილებას გადაუსვა ხაზი - მისი განცხადებები დამაზიანებელია, თუნდაც უსაფრთხოებისთვის

სალომე ზურაბიშვილმა ყველანაირ კონსტიტუციურ ფუნქციას, როლს, უფლებამოსილებას გადაუსვა ხაზი - მისი განცხადებები დამაზიანებელია, თუნდაც უსაფრთხოებისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის არმიწვევის საკითხის კომენტირებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის მისი დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით, თუმცა, რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი, ამაზე ვერაფერს იტყვის.

"სალომე ზურაბიშვილს აქვს გარკვეული როლი, გარკვეულო ფუნქცია კონსტიტუციის მიხედვით, ყველანაირ ფუნქციას, ყველანაირ როლს გადაუსვა ხაზი, კონსტიტუციურ თავის უფლებამოსილებას და გადავიდა რაღაც აბსოლუტურად სხვა პლატფორმაზე. ამან განაპირობა თუ არა მისი არმოწვევა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, მე ვერ გეტყვით. მე ჩემს დამოკიდებულებას გიზიარებთ - დამაზიანებელია ხშირ შემთხვევაში მისი განცხადებები, თუნდაც, უსაფრთხოებისათვის, საქართველოს ავტორიტეტისთვის და უამრავი სხვა ასპექტით ის განცხადებები, რომელსაც აკეთებს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ 2023 წლის 28 თებერვალს გამართული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი დასასწრებად არ ყოფილა მიწვეული. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის განხილვების გარეთ დატოვება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვის თაობაზე ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ 28 თებერვალს გაავრცელა. პრესსამსახურის ინფორმაციის თანახმად, სხდომაზე განიხილეს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება