პროფკავშირების გაერთიანება - გაერო-ს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა პერიოდულ ანგარიშში შრომითი ნაწილი პროფკავშირების ანგარიშზე დაყრდნობით მოამზადა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ცნობით, გაერო-ს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა პერიოდულ ანგარიშში შრომითი ნაწილი პროფკავშირების ანგარიშზე დაყრდნობით მოამზადა.

მათივე ინფორმაციით, კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებში, ხაზგასმით წერია, რომ სახელმწიფომ ქალთა უმუშევრობის შესამცირებლად მიზანმიმართული ზომები უნდა გაატაროს.

„კერძოდ, ქალებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დასაქმდნენ ფორმალურ სექტორში, მათ შორის, წარმოდგენილნი იყვნენ ხელმძღვანელ პოზიციებზე. გენდერული ნიშნით ანაზღაურების სხვაობის შესამცირებლად, ცვლილებები შეიტანოს შრომის კოდექსსა და საჯარო სექტორის შესახებ კანონში. განხორციელდეს რეგულარული ხელფასის კვლევები და მოხდეს 1999 წელს დაფიქსირებული მინიმალური ხელფასის გაზრდის საკითხის განხილვა; ხელი შეუწყოს, საოჯახო შრომასა და ბავშვზე ზრუნვაზე არსებული პასუხისმგებლობები ქალებსა და კაცებს შორის თანაბრად გადანაწილდეს.

კომიტეტი ასევე სახელმწიფოს მოუწოდებს, მოახდინოს შსო-ს რიგი კონვენციების რატიფიცირება.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს მეექვსე პერიოდულ მოხსენებაზე დაკვირვების დასკვნითი შედეგები ასეთია:

დასაქმება

  1. კომიტეტიმიესალმებაიმფაქტს, რომ 2019 წელს, შევიწროება (კერძოდკისექსუალურიშევიწროება) სამუშაოადგილსადასაჯაროცხოვრებაში, კანონიერადგანისაზღვრაროგორცქალთამიმართდისკრიმინაციისფორმა. თუმცა, კომიტეტიშეშფოთებასგამოთქვამს ისეთსაკითხებზე, როგორებიცაა:

ა) ქალების უმუშევრობის არაპროპორციულად მაღალი მაჩვენებელი;

ბ) შრომის ბაზარზე არსებული განგრძობითი ხასიათის ჰორიზონტალური და ვერტიკალური სეგრეგაცია. ასევე, ქალების დასაქმება დაბალანაზღაურებად სამუშაოებსა და არაფორმალურ სექტორში;

გ) შრომის ანაზღაურებაში გენდერული უთანასწორობა კვლავ იზრდება, მიუხედავად მონაწილე სახელმწიფოში ეკონომიკისა და შემოსავლის ზრდისა, რასაც ქალებისთვის არათანაბარი სარგებელი მოაქვს;

დ) არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ქალებს შეზღუდული აქვთ წვდომა სოციალური დაცვის სქემებზე;

ე) არაპროპორციულად არის გადანაწილებული ტვირთი იმ ქალებზე, ვინც აუნაზღაურებელ საოჯახო შრომას ეწევიან და ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობები აქვთ. ასევე, მიუხედავად ბოლოდროინდელი მშობლის შვებულების სქემის დანერგვისა, კაცების მხოლოდ მცირე რაოდენობა სარგებლობს ბავშვის მოვლის გამო შვებულებით (ვიდრე ბავშვი 3 წლის ასაკის გახდება).

  1. წინარეკომენდაციისგახსენებისსაფუძველზე (CEDAW/C/GEO/CO/4-5, პარაგ. 29), კომიტეტირეკომენდაციასაძლევსმონაწილესახელმწიფოს, რომ:

ა) მიიღოს მიზანმიმართული ზომები (მათ შორის აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის ფარგლებში) რათა შემცირდეს უმუშევრობა ქალებს შორის, აქცენტი კი გაკეთდეს იძულებით გადაადგილებულ, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ, მარტოხელა, ახალგაზრდა, სოფელში მაცხოვრებელ, შშმ, ლესბოსელ, ბისექსუალ, ტრანსგენდერ და ინტერსექსუალ ქალებზე;

ბ) გადადგას ნაბიჯები, რათა აღმოიფხვრას ჰორიზონტალური და ვერტიკალური პროფესიული სეგრეგაცია, მათ შორის, მიიღოს დროებითი სპეციალური ზომები, როგორებიცაა პროფესიული ტრენინგი და ნორმატიული კვოტები, რათა ქალებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დასაქმდნენ ფორმალურ სექტორში, მათ შორის, წარმოდგენილნი იყვნენ ხელმძღვანელ პოზიციებზე;

გ) ცვლილებები შეიტანოს შრომის კოდექსსა და საჯარო სექტორის შესახებ კანონში, რომ მოხდეს კერძო და საჯარო სექტორში თანაბარი ანაზღაურების პრინციპის დადგენა თანაბარი სამუშაოსთვის, რომ შემცირდეს და საბოლოოდ გაქრეს გენდერული ნიშნით ანაზღაურების სხვაობა. ასევე, რეგულარულად გადაიხედოს ხელფასები იმ სექტორებში, სადაც ქალები კონცენტრირებულად არიან წარმოდგენილნი და მიიღოს ზომები გენდერული ნიშნით ანაზღაურების სხვაობის შესამცირებლად, კერძოდ კი შემუშავდეს გენდერულად ნეიტრალური ანალიტიკური სამუშაოების კლასიფიკაციისა და შეფასების მეთოდები, განხორციელდეს რეგულარული ხელფასის კვლევები და მოხდეს 1999 წელს დაფიქსირებული მინიმალური ხელფასის გაზრდის საკითხის განხილვა;

დ) განახორციელოს კვლევა, რათა შეფასდეს ქალთა მონაწილეობა არაფორმალურ ეკონომიკაში. კერძოდ, განისაზღვროს აქვთ თუ არა ქალებს სოციალური უსაფრთხოების გარანტია და საპენსიო სქემები. ამ კვლევის შედეგების საფუძველზე კი განაგრძოს ამჟამინდელი შრომის კანონმდებლობის და პოლიტიკის გადახედვა გენდერული პერსპექტივიდან, რათა უზრუნველყოფილი გახდეს სოციალური დაცვა ყველა ქალი დასაქმებულისათვის, კერძოდ კი იმ ქალებისთვის, ვინც არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული და ითვლება დაბალშემოსავლიანად ან/და თვითდასაქმებულად;

ე) ხელი შეუწყოს, რათა საოჯახო შრომასა და ბავშვზე ზრუნვაზე არსებული პასუხისმგებლობები თანაბრად იყოს გადანაწილებული ქალებსა და კაცებს შორის. ამისთვის უნდა გაიზარდოს ბავშვზე ზრუნვის ადეკვატური ინსტიტუტების რაოდენობა და ხელი შეეწყოს ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენების და მნიშვნელობის შესახებ შესაბამისი კამპანიების ჩატარებას, რათა მოხდეს საზოგადოების ცნობიერება ამაღლება ამ კუთხით;

ვ) მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შემდეგი კონვენციების რატიფიცირება :

  1. 1981 წლის 156-ე კონვენციის - „ოჯახური პასუხისმგებლობების მქონე დასაქმებულების შესახებ“;
  2. 2000 წლის 183-ე კონვენციის - „დედობის დაცვის შესახებ“;
  3. 2011 წლის 189-ე კონვენციის - „შინ დასაქმებული ადამიანების შესახებ“ ;
  4. 2019 წლის 190-ე კონვენციის - „ძალადობისა და შევიწროების შესახებ“,-აღნიშნულია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა