გორის მერია - სოფელ შავშვებში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, სოფელ შავშვებში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოებზე 200 000 ლარამდე დაიხარჯება.

„პროექტის ფარგლებში მოეწყობა ელექტროგაყვანილობა, საკანალიზაციო სისტემა, სველი წერტილები, გამოიცვლება კარ - ფანჯრები. დაგეგმილია გარე ფასადის, ასევე პატარა დარბაზის, შესასვლელებისა და ოთახების რეაბილიტაცია. შენობაში მოეწყობა ბუნებრივ აირზე მომუშავე გათბობის სისტემა.

კულტურის სახლს, სადაც მოზარდების სხვადასხვა სახელოვნებო წრეები ფუნქციონირებს, რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ ჩატარებია.

პროექტის დასრულების შემდეგ, შავშვებში კულტურის სახლი კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება და ბავშვები რეაბილიტირებულ და თბილ შენობაში შეძლებენ დაეუფლონ სახელოვნებო და შემოქმედებით პროგრამებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში