რომან გოცირიძე უმრავლესობას - თქვენ ხართ მოღალატე, რად გიღირთ?  - ანგრევთ ქვეყანას

ივანიშვილის მონები ხართ, ძვალს გადმოგიგდებთ, ნასუფრალის, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს განხილვა მიმდინარეობს.

„რომელ არგუმენტებზეა საუბარი? ამბობდით, ეს კანონპროექტი მტრული სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართულიო. იცით, რომ არსებობს დამოუკიდებლობის ქარტია, რომელიც პირდაპირ მტრული სახელმწიფოს აგენტურის, მათი დაფინანსების, ამ დაფინანსების გამოვლენის წინააღმდეგაა მიმართული. ის 2011 წელსაა მიღებული. ამ 10 წლის განმავლობაში, თქვენ, ეს კანონი გამოიყენეთ? ან რომელი „ფულის გათეთრებაზე“ მეუბნებით, როდესაც საქართველოში არსებობს ყველა ფუძემდებლური კანონები, რომელიც შეიძლება გამჭვირვალობის კუთხით გამოგეყენებინათ. თქვენ ხართ მოღალატე „ალტ-ინფოს“ რუსული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციის მფარველები, რომლებმაც აქ, ჯვარი დაგიდგეს. რამდენს გიხდით ბიძინა იმისათვის, რომ ეს გიღირდეთ? ან სახლში არ უნდა შეხვიდე? ან ქუჩაში არ უნდა გახვიდე? რად გიღირთ ეს. ერთი ფულიანი კაცის მონები რამ გაგხადათ, რამ! თქვენ ანგრევთ ქვეყანას, თქვენი ერთადერთი ამოცანაა ემსახუროთ ბიძინას. რამდენს გაძლევთ, გიღირთ დღევანდელი დღე იმად, რასაც გაძლევთ? პირდაპირ რუსულ ინტერესებს ემსახურებით საქართველოში. ბიძინა ივანიშვილის მიზანია ფული და ძალაუფლების შენარჩუნება და ამას ემსახურებით თქვენ. ივანიშვილის მონები ხართ, ძვალს გადმოგიგდებთ, ნასუფრალის“ , - მიმართა „ქართული ოცნების“ წევრებს კომიტეტის სხდომაზე რომან გოცირიძემ.

მას „ხალხის ძალის“ წევრმა ირაკლი-დაჩი ბერაიამ უპასუხა.

„ბატონო რომან, მასხარა ხართ“.

ამ დაპირისპირებაში ჩაერთო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძეც რომელმაც ბერაიას მიმართა: “ მოღალატე ხარ, ხმას ნუ იღებ“.

„შენ ხარ უზრდელი... შენ ხარ მეგრული სირცხვილი“, - უპასუხა ბერაიამ წითლიძეს.

სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთო „ხალხის ძალის“ კიდევ ერთი წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

„შენი ქვეყანა შენი საპატრონო უნდა იყოს, პირველ რიგში და არა, კუბილიუსის შეკვეთებზე ირბინოთ. შენი თავი შენადვე უნდა გეკუთვნოდესო და არა, კუბილიუსს ეკუთვნოდეს. არგუმენტებით მოდით, არგუმენტებით“,- განაცხადა ხუნდაძემ.

„არგუმენტის ტვინი ვინ მოგცა შენ! არგუმენტს ეძახის... ხისთავა“, - უპასუხა რომან გოცირიძემ ხუნდაძეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან