ლევან ხაბეიშვილი - მათ ენაზე რომ ვთქვათ, დღეს „ახეული სიფათები“ ვნახეთ, რაც სოზარ სუბარს და ამ პრორუსებს ჰქონდათ

მათ ენაზე რომ ვთქვათ, დღეს „ახეული სიფათები“ ვნახეთ, რაც სოზარ სუბარს და ამ პრორუსებს ჰქონდათ. ესენი პუტინისტები არიან და ისინი კრემლის დავალებას ასრულებენ, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პარლამენტის წინ აქციაზე განაცხადა, სადაც „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ.

მისივე თქმით, ეს კანონი საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება, ამიტომ მნიშვნელოვანია ბრძოლა და მოქმედება.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ამ კანონის წინააღმდეგ შემდეგ დღეებში აქციები გაიმართება.

„ქართველ ხალხს ბრძოლის გეგმა აქვს, ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ეს კანონი რუსულია, ეს არის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოების და ქართველი ხალხის ჩართულობა. ორშაბათს საკომიტეტო მოსმენა კიდევ აქვთ, ამ ერთი კომიტეტით ვერ დამთავრდება, იქაც აუცილებლად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, როგორმე სხდომები იქნებ ჩავუშალოთ. ეს კანონი საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება, ამიტომ მნიშვნელოვანია ბრძოლა და მოქმედება. დღეს, სხვათა შორის ყველა პოლიტიკური პროდასავლური პარტია, ერთად, ამ კომიტეტის სხდომაზე იყო, რომ იქნებ ეს სხდომა არ ჩატარებულიყო. მათ ენაზე რომ ვთქვათ, დღეს „ახეული სიფათები“ ვნახეთ, რაც სოზარ სუბარს და ამ პრორუსებს ჰქონდათ. ესენი პუტინისტები არიან, ასრულებენ კრემლის დავალებას. საბოტაჟია ევროკავშირის სტატუსის, როგორც კი ახლოვდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, მაშინვე იწყებენ საბოტაჟს, ეს კანონი არის ამ ყველაფრის გაგრძელება. ამიტომ, პროტესტი დღესაც, ორშაბათსაც, როგორც კი საკომიტეტო მოსმენა ჩაინიშნება, სამშაბათსაც და აუცილებლად კონკრეტული თარიღი ან თარიღები დასახელდება, როცა ჩვენ გენერალური აქციებიც გვექნება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს