საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან ქალებს დედის დღე მიულოცეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ შეკრებილ 4 და მეტი შვილის დედებს წარმატებები უსურვა და საჩუქრები გადასცა.
მრავალშვილიანმა დედებმა თავდაცვის მინისტრისგან ყვავილების თაიგულები და სავაჭრო ცენტრის ძვირადღირებული სასაჩუქრე ვაუჩერები მიიღეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"