ეკა სეფაშვილი - ასოცირების შეთანხმების მუხლები მოითხოვს ანგარიშგებასა და გამჭვირვალობას, ოღონდ ეს არ ნიშნავს გაურკვეველ ვებ გვერდზე ინფორმაციის მიფუჩეჩებას, არამედ იმას, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს

ოპონენტები ვერ ასახელებენ, რა არ მოსწონთ კანონპროექტებში - მსჯელობაში საერთოდ არ მოგყვებიან, თუმცა, როგორც კი მოგვყვებიან, გვეთანხმებიან, რომ - კი, გამჭვირვალობა გვინდა, მერე გადადიან შემდეგ მიზეზზე, რომ თურმე სახელი არ მოსწონთ, კი ბატონო, ვიმსჯელოთ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონპროექტები ისახავს მიზნად ისაა, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს.

„ვერ ასახელებენ რა არ მოსწონთ კანონპროექტებში. მსჯელობაში საერთოდ არ მოგყვებიან, თუმცა, როგორც კი მოგვყვებიან, იმ წამსვე გვეთანხმებიან, რომ - კი, გამჭვირვალობა გვინდა. მერე გადადიან შემდეგ მიზეზზე, რომ თურმე სახელი არ მოსწონთ. ვეუბნებით, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამ სახელზე, ოღონდ ჯერ პრინციპებზე შევთანხმდეთ და სახელი მეორე მოსმენისთვის გადავდოთ. არ ეხება ეს კანონპროექტი კერძო, ინდივიდუალურ პირებს, არ ეხება ბენეფიციარებს, რომლებსაც ისინი აშინებენ, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დახმარებას ვეღარ მიიღებთო; ერთადერთი, რასაც ეს კანონი მიზნად ისახავს ისაა, რომ ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი, რომელიც ახლა არ არის. მხოლოდ რამდენიმე კეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს ამ ინფორმაციას, თორემ ვალდებულება არ აქვთ. ჩვენ ამ ვალდებულებას კანონით ვუსაზღვრავთ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვალდებულება მოგვთხოვა ევროსაბჭოს ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval). სწორედ მის 2020 წლის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ საქართველოსთვის საფრთხის მატარებელია არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალობის საკითხები და საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდებენ, მიიღოს ზომები და რეგულაციები, რომ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრობლემა გამოასწორონ“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

მისივე განცხადებით, ასოცირების შეთანხმების თითქმის ყველა მუხლი მოითხოვს ანგარიშგებას, გამჭვირვალობას, ინფორმაციის ადვილად ხელმისაწვდომობას.

„ხალხის ძალის“ კანონი ეხება აბსოლუტურად და რეალურად ევროპულ ღირებულებას - გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. დიახ, ასოცირების შეთანხმების თითქმის ყველა მუხლში მიმიღია მონაწილეობა და თითქმის ყველა ევროდირექტივა მაქვს წაკითხული - ჩემი მუშაობის განმავლობაში, სწორედ ამ ევროინტეგრაციის საკითხებზე ვმუშაობდი და ასოცირების შეთანხმების თითქმის ყველა მუხლი მოითხოვს ანგარიშგებას, გამჭვირვალობას, ინფორმაციის ადვილად ხელმისაწვდომობას. ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სადღაც, გაურკვეველ ვებ გვერდზე მიაფუჩეჩო ეს ინფორმაცია, ვერავინ რომ ვერ იპოვოს, არამედ იმას, რომ საზოგადოებამ ინფორმაცია იოლად გაიგოს და ის ადვილად ხელმისაწვდომი იყოს“, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს