ზურაბ ქადაგიძე გიორგი ბურჯანაძეზე - ამ სუბიექტის გამრუდებული მორალი მისი პირადი ტრაგედიაა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სახალხო დამცველის მოადგილეა და ადამიანის უფლებებზე „ზრუნვა“ ევალება

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქადაგიძე გიორგი ბურჯანაძესთან დაკავშირებით აცხადებს, „ამ სუბიექტის გამრუდებული მორალი მისი პირადი ტრაგედიაა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სახალხო დამცველის მოადგილეა და ადამიანის უფლებებზე „ზრუნვა“ ევალება“.

ამასთან, ქადაგიძე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც გიორგი გახარია აქციის დარბევას ხელმძღვანელობდა, მასთან ერთად, ოთახში იმყოფებოდნენ სახალხო დამცველი ლომჯარია და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

„დიდი ძმა“ ცალ ფეხზე დგომას თუ მომთხოვს, უაპელაციოდ უნდა შევასრულოო! ნუ, ამ სუბიექტის გამრუდებული მორალი მისი პირადი ტრაგედიაა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სახალხო დამცველის მოადგილეა და ადამიანის უფლებებზე „ზრუნვა“ ევალება, თუმცა, სულ სხვა თემაზე მინდა თქვენი ყურადღების მიქცევა - მართალია, თუ არა, რომ 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, როდესაც აქციის დარბევას შს მინისტრი ხელმძღვანელობდა, გახარიასთან ერთად, ოთახში იმყოფებოდა კიდევ ორი ადამიანი - სახალხო დამცველი ლომჯარია და მისი მოადგილე ბურჯანაძე. სწორედ მათ თვალწინ გაიცემოდა გახარიას ესა თუ ის ბრძანება, რასაც ათობით ადამიანის დაკავება და ფიზიკური დაზიანება მოყვა.

თუკი ეს ბატონი და მისი უფროსი ლომჯარია, იმ პატარა ოთახში გახარიასთან ერთად ადევნებდნენ დარბევას თვალს და მშვიდად ისმენდნენ, როგორ გასცემდა გახარია დარბევის ბრძანებას, იცით რა მაინტერესებს? - ნეტავ, მას და აშშ-ისგან ორდენებით დაჯილდოებულ მის უფროსს მაშინაც ეგონათ, რომ საქართველო რუსეთის გზაზე იდგა? თუ მაშინ, მინიმუმ თვითონ უწევდნენ კონტროლს „გამოხატვის თავისუფლების აღკვეთასა“ და სახელმწიფოს მხრიდან პროპორციული ძალის გამოყენებას, ხოლო ახლა, სრულად კარგავენ მონოპოლიას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე და ყველა კანონი, თუ სახელმწიფო გადაწყვეტილება რუსული გზაა? ისე, გახარიას ღონისძიების შედეგად თვალები რომ დაკარგეს, იმათ თუ იციან, ამ „პრივილეგირებული მონოპოლისტების“ თანამონაწილეობა 20 ივნისის დარბევაში?“ - წერს ქადაგიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს