გენშტაბი - უკრაინაში ომის დაწყებიდან 153 120 რუსი სამხედრო დაიღუპა, მათ შორის 930 გასულ დღე-ღამეში

უკრაინის თავდაცვის ძალებმა შაბათს, 4 მარტს 930 რუსი სამხედრო მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უკრაინული მხარის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 5 მარტამდე, დაახლოებით 153,120 რუსი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.

ამასთან, რუსული ძალების ჯამური საბრძოლო დანაკარგები მოიცავს: 3,414 ტანკს, 6,692 ჯავშანტექნიკას, 2,426 საარტილერიო სისტემას, 488 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემას, 248 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 302 თვითმფრინავს, 289 შვეულმფრენს, 5,299 ავტომანქანასა და საწვავის ავზს, 18 ხომალდს/ნავს, 2,071 ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს, 232 სპეცტექნიკასა და სხვა აღჭურვილობას.

გარდა ამისა, ომის დაწყების დღიდან, უკრაინელებმა ჩამოაგდეს მტრის 873 ფრთოსანი რაკეტა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში