საპარლამენტო ოპოზიცია ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას განიხილავს

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში " ლელოს" კაბინეტში იკრიბება. ოპოზიცია ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას განიხილავს.

როგორც ცნობილია, ოპოზიციის უმრავლესობა და არასამთავრობო სექტორი აღნიშნულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი არის რუსული და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხეს უქმნის.

6 მარტს დანიშნულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ორივე საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვანი კომიტეტია.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები სავალდებულო წესით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა.

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?