შალვა შავგულიძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს კრიტიკული კითხვების მოსმენა არ სურს

ოპოზიციონერი დეპუტატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს კრიტიკული კითხვების მოსმენა არ სურს.

შავგულიძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონპროექტს ნებისმიერ ფასად მიიღებს.

„კომიტეტის დარბაზში კარგი არაფერი ხდება, კომიტეტის თავმჯდომარეს არ უნდა, რომ კრიტიკული კითხვები მოისმინოს და ფაქტობრივად, მივიდა იქამდე, რომ კითხვის დასმის შესაძლებლობასაც არ აძლევს პარლამენტის წევრებს. ჯერჯერობით, პარლამენტის წევრების კითხვებზეა საუბარი დამსწრე საზოგადოების კითხვები არ დაწყებულა. სამწუხაროდ, ამას ვერაფერს დავარქმევთ, თუ არა დავალების შესრულებას, ნებისმიერ ფასად, რადაც არ უნდა დაჯდეს, თუნდაც, ნახევარი პარლამენტის და მთელი ოპოზიციის დაპატიმრების ფასად, ეს კანონპროექტი უნდა იყოს მიღებული, ამ ეტაპზე, პირველი მოსმენით. სამწუხაროდ, ეს არის ის კანონპროექტი, რომელიც ემსახურება მხოლოდ ჩვენთვის ოკუპანტი და მტერი სახელმწიფოს, რუსეთის ინტერესებს, ვინაიდან ეს კანონპროექტი სპობს ცივილიზებული სამყაროსკენ ჩვენი ინტეგრირების შესაძლებლობას და ვრჩებით პირისპირ, რუსეთის წინაშე“, - განაცხადა შავგულიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის