სალომე სამადაშვილი - სერგო ორჯონიკიძე რომ ადგეს საფლავიდან და დაჯდეს იმ ადგილას, ანრი ოხანაშვილისგან არაფერს განსხვავებულს არ გააკეთებდა

სერგო ორჯონიკიძე რომ ადგეს საფლავიდან და დაჯდეს იმ ადგილას, ანრი ოხანაშვილისგან არაფერს განსხვავებულს არ გააკეთებდა - დავალება, რომელიც მიიღო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენს ქვეყანაში არის ის, რომ საბოლოოდ გააფორმოს ქვეყნის გადასვლა დასავლური განვითარების გზიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ერთ- ერთ ჭანჭიკს", ანრი ოხანაშვილს დავალება აქვს მიღებული, რომ განხილვა ნებისმიერ ფასად შედგეს.

"დღეს ოპოზიციას უნდა ჩაეცვა მაისურები ილია ჭავჭავაძის, პეტრე ოცხელის, სხვადასხვა დროს საბჭოთა კავშირის მიერ განადგურებული ქართველი საზოგადო მოღვაწეების ციტატებით და სურათებით. დღეს საქართველოს პარლამენტში ამ მაისურების შემოტანა გახდა შეუძლებელი, რადგან პარლამენტს აკონტროლებს არა ქართული პოლიცია, არა ქართული სუს- ი, არამედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის თანამშრომლები. „ქართულმა ოცნებამ" ფარსად გადააქცია ის, რომ სხდომა იმართება პირველი რესპუბლიკის დარბაზში, რადგან მათი მიზანია, საქართველო ჩამოშორდეს დასავლური განვითარების გზას, შემდეგ არჩევნებს თუ ჩაატარებს, ჩაატაროს ღიად ანტიდასავლური კამპანია და დასრულდეს ყველანაირი საუბარი ამ ქვეყნის ევროპული მომავლის თაობაზე. ამას იმიტომ აკეთებს, რომ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება უკრაინაში და მას სჭირდება გაფორმებული ჰქონდეს მყარი გამარჯვება სადმე სხვაგან. ამიტომ დღეს დავალება, რომელიც მიიღო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენს ქვეყანაში არის ის, რომ საბოლოოდ გააფორმოს ჩვენი ქვეყნის გადასვლა დასავლური განვითარების გზიდან და დღეს კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს ძალადობრივ რეჟიმში, რაც ნიშნავს, რომ პროცესი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას,"- განაცხადა სამადაშვილმა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა