არჩილ თალაკვაძე - ჩვენი და აზერბაიჯანის  მეგობრობა წარმატებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს მოიცავს, რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის საერთო მიზნები გვაქვს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საგარეო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რაც ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენი მეგობრობა ძლიერ და წარმატებულ პოლიტიკურ ეკონომიკურ ურთიერთობებს მოიცავს. ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის და იცით, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველო ასევე აკეთებს ყველაფერს, რომ ხელი შეუწყოს დიალოგს მშვიდობის განმტკიცებისთვის და ეს მოიცავს იმ ურთიერთნდობას, რომელიც საქართველოს მიმართ რეგიონში მყოფ ქვეყნებს აქვთ. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავის მხარდაჭერა და პატივისცემა საქართველოს მიმართ",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?