ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის" შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელა

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის" შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელა.

ინფორმაციის თანახმად, კომიტეტმა დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.

„როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია სრულად გამომდინარეობს საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციიდან, რომლისთვისაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია მიზნად ისახავს საქართველოში არსებული სპეციფიკური გენდერული თანასწორობის გამოწვევების გათვალისწინებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც ითვალისწინებს ღონისძიებებს ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ, კერძო პრაქტიკისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დოკუმენტი ეყრდნობა, ერთი მხრივ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს და კვლევებს და, მეორე მხრივ, „გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები" განახლებულ გამოცემაში არსებულ რეკომენდაციებს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში