გიგა ბოკერია - ამ რეჟიმის ხელში საქართველოს სამშვიდობოს გასვლა არ შეუძლია, მეტიც, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების და ფულის შენარჩუნებისთვის ვაჭრობს ჩვენი მომავლით, უპირისპირდება დასავლეთს და მარტო გვტოვებს რუსეთის საფრთხის წინაშე

ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა და ჩვენი თავისუფალი, ღირსეული ევროპული, დასავლური მომავალი, ნატო-ში წევრობა, ევროკავშირისკენ სვლა არის შეუთავსებელი. ამ რეჟიმის ხელში საქართველოს თავისუფლების სამშვიდობოს გასვლა არ შეუძლია და მეტიც, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების და ფულის შენარჩუნებისთვის ვაჭრობს ჩვენი მომავლით, უპირისპირდება დასავლეთს და მარტო გვტოვებს რუსეთის საფრთხის წინაშე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს და უფრო უნდა გაღვივდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი, რომელიც არის დღეს აქ, გაფართოვდეს და იმისთვის, რომ ეს გაფართოვდეს ჩვენ უნდა გვქონდეს მზაობა თანმიმდევრული ნებისყოფით ამ პროტესტის გაგრძელების. არ უნდა შეიქმნას არანაირი არარეალისტური მოლოდინები, ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიოები იმ პროპაგანდის ნიაღვრის წინააღმდეგ, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი აწარმოებს. ამ ამბის შემდეგ მაინც, წარსული შეცდომები არავინ უნდა გაიმეოროს და ამ რეჟიმთან თანამშრომლობა, მოლაპარაკება და რუტინაში შესვლა არის ხელისშეწყობა რეჟიმისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს აპროტესტებენ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?