სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს - მიჩნდება შთაბეჭდილება, თქვენ ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ და არა პარლამენტის თავმჯდომარე

ბატონო შალვა, თქვენ როდესაც ამბობთ, რომ ამ დღეებში პარლამენტში რაც ხდებოდა, ამას უყურებდით, მე მიჩნდება შთაბეჭდილება, თქვენ ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ და არა პარლამენტის თავმჯდომარე, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე სხვანაირად მოიქცეოდა, - ასე მიმართა "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამენტს უსაფრთხოების ზომების გატარება იმის გამო უწევს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონი, რომლის განხილვაც კომიტეტის სხდომებზე მიმდინარეობს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

„თქვენ რასაც დღეს აკეთებთ, არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედება, ამიტომ გიწევთ ამ უსაფრთხოების ზომების გატარება. აქ უმრავლესობასა და უმცირესობაზე როდესაც საუბრობთ, ახლა ამ წუთას, როდესაც ამ სამარცხვინო კანონის განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერით, თქვენ ხართ უმცირესობაში ამ საზოგადოებაში. უმცირესობაში ხართ და ამიტომ გიწევთ ძალადობით ამ კანონის გათრევა პარლამენტში და მე თქვენს ადგილას დავფიქრდებოდი. არ ვიცი აღმოსავლურ ორთაბრძოლებში თუ ერკვევით, მაგრამ არსებობს ასეთი, „აიკიდო“ ჰქვია და რაც უფრო სწრაფად გამოექანება მოწინააღმდეგე, მით უფრო მარტივი ილეთით დაენარცხება ძალიან მწარედ და თქვენ ახლა ამ მდგომარეობაში ხართ. ახლა გამოქანების პროცესში ხართ და ვაკვირდებით, როდის დაენარცხებით ძალიან მწარედ მიწაზე“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო