რომან გოცირიძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის დღეს განხილვის ინიციატივაზე - ეს არის პროცედურული ვირეშმაკობა - თქვენი მთავარი ამოცანაა აიცილოთ ის ტკივილები, რომელსაც ყოველდღიურად იღებთ

ეს არის პროცედურული ვირეშმაკობა, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძე მმართველი გუნდის ინიციატივა, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი დღეს განიხილონ.

როგორც გოცირიძემ განმარტა, ახლა ხელისუფლების მთავარი ამოცანა აღნიშნული კანონპროექტის ცარიელ დარბაზში განხილვაა.

„ეს განხილვა სრულყოფილი ვერ იქნება, ვინაიდან 15:30 საათია, დებატები უნდა გაიმართოს ამ კანონთან დაკავშირებით, მით უმეტეს, უნდა ესწრებოდეს მთელი ოპოზიცია. თქვენ ისე გააკეთეთ, რომ ამ კანონის განხილვა ცარიელ დარბაზში ჩატარდეს, ეს არის პროცედურული ვირეშმაკობა, თქვენი მთავარი ამოცანა ახლა არის აიცილოთ ის ტკივილები, რომელსაც ყოველდღიურად იღებთ, აი, კატას რომ აჭრიან კუდს - ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ - არ ჯობს ერთხელ დავარტყათ და მოვიჭრათ ეს კუდიო, ამბობთ, კიდევ ხუთშაბათს გვინდა თავში გვირტყან, დაგვცინონ, გვატკინონო? დღეს ნაჯახით, ერთი ხელის მოსმით იჭრით კუდს, კუდიც მოჭრილი გაქვთ და თავიც საზოგადოების წინაშე. ვინ უნდა გენდოთ, როცა სიტყვის გამტეხები ხართ ყოველდღე?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის