სალომე სამადაშვილმა სტუდენტებს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერების ლექციების ბოიკოტისკენ მოუწოდა

„ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა სტუდენტებს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერების ლექციების ბოიკოტისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

„თქვენ რუბიკონი გადალახეთ, დღეს ბოლო შანსი გაქვთ ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს, დაგვარწმუნოთ, ჩვენ თქვენ უნდა ჩაგვთვალოთ ჩვენს თანამოქალაქეებად და არა საოკუპაციო რეჟიმის მსახურებად. ნუ გწყინთ ჩვენი დამოკიდებულება. შარლ მიშელის შეთანხმება შევათანხმეთ თქვენთან, მოიტყუეთ, არ შეასრულეთ. რამდენჯერ მოატყუეთ ქართველი ხალხიც და ოპოზიციაც, რომელიც ცდილობდა რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მოეძებნა რაიმე საერთო ენა, მაგრამ ვერ შედგა დეპოლარიზაცია, კონსენსუსი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ, სამშობლოს ინტერესებს, იმიტომ, რომ თქვენ ისხდეთ იმ სავარძლებში და იყოთ იმ თანამდებობებზე, სადაც ხართ, ვერ დავთმობთ. მე თქვენთან სასაუბრო არაფერი აღარ მაქვს, ვისაც სინდისი ჰქონდა, „ქართული ოცნების“ რიგებში დღეს აღარაა. მე მინდა მივმართო ქართველ ხალხს, რომელიც არის შეკრებილი დღეს საქართველოს პარლამენტთან, ძვირფასო თანამოქალაქეებო, თქვენ ხართ ჩვენი თანამოქალაქეები და ჩვენ თქვენთან ერთად ვართ უმრავლესობაში ამ ქვეყანაში. ტრაგედია არის ის, რომ ჩვენ, ვისაც გვსურს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, ვართ უმრავლესობა საქართველოში, მაგრამ საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოში ვართ უმცირესობაში, ეს რეალობა აუცილებლად შეიცვლება. ის, რაც დღეს ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ, ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობა ქართველი ხალხის, საზოგადოების და მოქალაქეების. მიხარია ის, რომ სულ უფრო მეტი სტუდენტი უერთდება პროტესტს. მიხარია, რომ პროტესტს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შემოუერთდნენ. სტუდენტებო, მოგიწოდებთ, ბოიკოტისკენ რუსული საოკუპაციო რეჟიმის მსახური ლექტორებისთვის, არ შეხვიდეთ მათ ლექციაზე, ამით თქვენ ყველაზე კარგ პასუხს გასცემთ საოკუპაციო რეჟიმს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ლექციების ბოიკოტის მოწოდება, არის ფაშიზმი.

„ეს თქვენ უკვე გააკეთეთ, როდესაც გარიყეთ ადამიანები აუდიტორიებიდან და სხვადასხვა ოთახებიდან. ამას ჰქვია ფაშიზმი. 2012 წლამდე ეს თქვენ გაკეთებული გაქვთ. ახლა რასაც მოუწოდებთ, მაგას ჰქვია ფაშიზმი. ადამიანების გარიყვა არის თქვენი ერთადერთი პოლიტიკა. სამ წუთში თქვენი 9 წელი გააღვიძეთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას