ეკა ხერხეულიძე ელისო ბოლქვაძეს - რაც არ უნდა შოპენი დაგეკრათ, თქვენს შთამომავლობას მაინც მოღალატის სახელითა და გვარით დაამახსოვრდებით

რაც არ უნდა შოპენი დაგეკრათ, ქალბატონო ელისო, თქვენს შთამომავლობას მაინც მოღალატის სახელითა და გვარით დაამახსოვრდებით, - ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძეს, პლენარულ სხდომაზე მიმართა.

როგორც ეკა ხერხეულიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებით, ცდილობენ, საქართველოს მოსახლეობის 80%-ის პოლიტიკური გემოვნება შეცვალონ.

„ნებისმიერი კანონის არსებობასა და დანერგვას თავისი შინაარსი უნდა ჰქონდეს. მთელი დასავლეთი გეუბნებათ, რომ ეს კანონი ამერიკული არ გახლავთ. მაინტერესებს, ვის დაკვეთას ასრულებთ, გარდა რუსეთისა? ვინ არის თქვენი მოკავშირე, გარდა რუსეთისა? მარტო ხართ ამ სამყაროში და საკუთარ ქმედებას ვერ აფასებთ. მონის ფსიქიკა ასეთია. მიუხედავად ამისა, სამშობლოს ღალატის ფასს აუცილებლად გადაიხდით. რაც არ უნდა შოპენი დაგეკრათ, ქალბატონო ელისო, თქვენს შთამომავლობას მაინც მოღალატის სახელითა და გვარით დაამახსოვრდებით.

საქართველოს მოსახლეობის 80% გეუბნებათ, რომ მათი არჩევანი დასავლეთია. თქვენ, უმცირესობაში მყოფნი, რომლებიც ერთი მდიდარი ადამიანის სიმპათიით სარგებლობთ, ფიქრობთ, ქართველი ხალხის პოლიტიკური გემოვნება როგორ შეცვალოთ. მსგავსი ქმედება ძალიან ძვირი დაუჯდა ყველას და ამას ვერც თქვენ გადაურჩებით“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა