თამარ კორძაიასა და ხათუნა სამნიძის განცხადებით, შალვა პაპუაშვილის კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გამოყარეს, თავად სპიკერი კი ოპოზიციონერ დეპუტატებს დაემალა

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები - თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე პარლამენტის თავმჯდომარის ოთახში შევიდნენ, თუმცა, მათი თქმით, "შალვა პაპუაშვილი დაიმალა".

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში შესვლიდან რამდენიმე წუთში ისინი ოთახიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

"შალვა პაპუაშვილი არის ყველაზე მხდალი სპიკერი, ვინც კი ჰყოლია პარლამენტს. დაგვემალა, ქალმა პოლიტიკოსებმა ვთხოვეთ შეხვედრა, რომ არ შეიძლება დარბევა მშვიდობიანი მომიტინგეების, საუბარი გვინდოდა მასთან. დაიმალა, ძალით გამოგვათრიეს. არ ვიცი, სად არის, კარადაშია შემალული. ვისხედით, არაფერს ვაშავებდით, "ლაივი" გვქონდა ჩართული და ვამბობდით, რომ ველოდებით თავმჯდომარეს", - განაცხადა სამნიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს