ნიკა მელია - უნდა ვიდგეთ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება პროცესს - განგებამ უკან დასახევი გზა აღარ დაგვიტოვა

იმიტომ არ გვარბევენ, რომ ძალიან ბევრნი ვართ და ძალიან მშვიდად ვართ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოსახატად უნდა იდგნენ მანამ, სანამ სპეცრაზმელებს თავიანთი სიმტკიცითა და სიმრავლით არ დაღლიან.

ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის გასაპროტესტებლად აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა იმ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც გასული დღეების განმავლობაში სხვადასხვა ტრიბუნასთან თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.

„ეს არის პროცესი, რომელიც პარტიული პოლიტიკისგან მთლიანად დისტანცირებულია. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მოიწადინებს, რომ ეს პარტიული ინტერესის სფეროში მოაქციოს, ამის უფლებას არ მივცემთ. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიდგეთ იმდენ ხანს, რამდენი დღეც არ უნდა დასჭირდეს პროცესს. უნდა ვიდგეთ, მანამ, სანამ ჩვენი სიმრავლითა და სიმტკიცით ამ სპეცრაზმელებს არ დავღლით.

თვეების განმავლობაში, კიევში, ადამიანები მეტროსადგურებში ათენებდნენ და აღამებდნენ. თვეების განმავლობაში იცხოვრეს იქ და შეინარჩუნეს თავისუფლების შანსი. ახლა გამარჯვების უდიდესი შანსი აქვთ. ჩვენ რამ უნდა შეგვიშალოს ხელი, რომ რამდენი დღე და ღამეც არ უნდა დაგვჭირდეს, მშვიდობიანად ვიდგეთ აქ. ეს არის სტრატეგია რომელიც რეჟიმს უნდა დავუპირისპიროთ.

ჩვენ უნდა ვისაუბროთ კოლეგებთან, პარლამენტის ოპოზიციონერ წარმომადგენლებთან. მინდა მათ დიდი მადლობა ვუთხრა, რადგან იბრძოლეს და ყველა შესაძლებლობა, რაც მათ მიეცათ, გამოიყენეს. ყველამ უნდა დაინახოს, რომ ახლა ბრძოლა უალტერნატივოა.

იმიტომ არ გვარბევენ, რომ ძალიან ბევრნი ვართ და ძალიან მშვიდად ვართ. განგებამ უკან დასახევი გზა აღარ დაგვიტოვა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი