ხატია დეკანოიძე - კობახიძე რასაც ლაპარაკობდა დღეს, ეს არის უტიფრობა - ეს ადამიანები არ ემსახურებიან საქართველოს, ემსახურებიან ივანიშვილს

„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენების შემდეგ, რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტის შენობიდან გააპარეს.

„შენობაში ვიყავით რამდენიმე დეპუტატი. რამდენიმე დეპუტატი გაზისგან ცუდად გახდა, სავსეა გაზით და პოლიციით შენობა. „ქართული ოცნებიდან“ ყველა გააპარეს უკანა შემოსასვლელიდან. გვინდოდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომ პასუხისმგებლობა აეღო იმაზე, რაც ხდება, მაგრამ არავინ არის, „ქართული ოცნების“ არცერთი დეპუტატი. ამის იქით არის ის, რომ შეიძლება რუსეთის ტანკები შემოიყვანონ. კობახიძე რასაც ლაპარაკობდა დღეს, ეს არის უტიფრობა. ეს ადამიანები არ ემსახურებიან საქართველოს, ემსახურებიან ივანიშვილს. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, სპეცრაზმისგან იცავენ თავს და ჩუმად იპარებიან. ყველა ადამიანი, ვინც ხმა მისცა დღეს ამ კანონს, ისტორიაში ჩაიწერება, როგორც სამარცხვინო“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?