სერგო ჩიხლაძე - ზურა ჯაფარიძეს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, თუმცა მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ - "ქართული ოცნებისთვის" არა თუ ადამიანის უფლებები, სიცოცხლეც არაფერს ნიშნავს

ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს აბსურდიც არ ჰქვია, აღშფოთებაც კი შეუძლებელია ამდენი სისულელის მოსმენით - დღეს აქციაზე გაცილებით მეტი ადამიანი იქნება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება გუშინდელ აქციაზე "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას, ჩიხლაძის თქმით, ჯაფარიძეს დაზიანებები თავის არეში აქვს და მას ჰოსპიტალიზაცია სჭირდება.

როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ჯაფარიძისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ.

"ქართული ოცნებისთვის" არა მარტო ადამიანის უფლება არაფერს ნიშნავს, ადამიანის სიცოცხლეც არაფერს ნიშნავს და ზურა ჯაფარიძეზე განხორციელებული ძალადობაც ამაზე მეტყველებს, რომ ამ მომენტისთვის მასთან არცერთი ექიმი არ შესულა, არანაირი დახმარება არ გაუწევია.

დიახაც, ჩვენ რადიკალურად დავუპირისპირდებით რუსეთის რეჟიმს, ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, რასაც "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი აკეთებენ," - განაცხადა ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას