ლაშა ბუღაძე - ჩვენი ადგილი და დრო არის ევროპის დრო, ჩვენ ვარსებობთ ცივილიზაციასთან ერთად და არა რუსეთთან - ჩვენი ადგილი არის მომავალში, სადაც საქართველო ევროპის სრულფასოვანი წევრი იქნება

ჩვენი ადგილი და ჩვენი დრო არის ევროპის დრო! ჩვენ ვარსებობთ მხოლოდ ცივილიზაციასთან ერთად და არა რუსეთთან ერთად! - ამის შესახებ მწერალმა, ლაშა ბუღაძემ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუკი ვინმე დღეს საქართველოს საფრთხეს უქმნის, ეს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი “ბანდაა”.

„ჩვენი ადგილი და ჩვენი დრო არის ევროპის დრო! ჩვენ ვარსებობთ მხოლოდ ცივილიზაციასთან ერთად და არა რუსეთთან ერთად! პუტინის ადგილი ისტორიულ სამარეშია, რომელიც მალე ნაგვად გადაიქცევა. ბიძინა ივანიშვილის ადგილი არის წარსულში და ჩვენი ადგილი არის მომავალში, სადაც საქართველო ევროპის სრულფასოვანი წევრი იქნება. ჩვენ აქ მხოლოდ ევროპას კი არ ვიცავთ, ევროპა თავადაც მშვენივრად დაიცავს თავის თავს, ჩვენ სინამდვილეში საქართველოს სახელმწიფოებრიობას ვიცავთ, რომლის გარანტია არის დასავლეთი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას და მომავალს ზურგს უმაგრებს. ამიტომაც, ჩვენ მომავალში ვართ, ისინი კი წარსულში არიან. პირდაპირი მნიშვნელობით ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა, რომელიც აბსოლუტურ სიყალბეშია ჩაძირული, ტყუილებისა და სიცრუის გარდა არაფერს ავრცელებს, მთლიანად რაღაცნაირად დაჰიპნოზებულები არიან, ცდილობენ პროპაგანდით დააჰიპნოზონ ხალხი, ამათი სიყალბე არ გაჭრის. ჩვენი ერთადერთი ჭეშმარიტება არის ჩვენი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი, ბიძინა ივანიშვილს კი სურვილი აქვს, რომ აგონიურ მდგომარეობაში დაგვტოვოს, წაგების პროცესში შესულ რუსეთთან, მარტო დასავლეთის გარეშე და მათი პროპაგანდა პირიქით ხალხს ასაზრდოებს, რომ თითქოს და ივანიშვილი ლავირებს დასავლეთს და რუსეთს შორის, ეს არის სიცრუე. სინამდვილეში, თუ კი ვინმე დღეს საქართველოს საფრთხეს უქმნის, ეს ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდაა. საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა გადარჩენილია უკვე ევროპულ ცივილიზაციასთან ერთად. უკრაინა იმარჯვებს და საქართველოც მასთან ერთად იმარჯვებს!“, - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა