ლევან ხაბეიშვილი - ესვრიან ახალგაზრდებს, ეს არის პუტინის დავალება - არ უნდა დავუთმოთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე

ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს ყველაფერს, რომ გაანადგუროს ქართველი ხალხი. ჩვენ არ უნდა დავუთმოთ!, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც მდგომარეობა ამ დროისთვის დაძაბულია.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და 78 დეპუტატი, ვინც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, აქციაზე მყოფი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე პირადად არიან პასუხისმგებლები.

"ესვრიან ახალგაზრდებს. ეს არის პუტინის დავალება. ეს არის ახალგაზრდების, ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებები. ეს არის რუსული რეჟიმი. უნდა ნახოს ყველამ. ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს ყველაფერს, რომ გაანადგუროს ქართველი ხალხი. ჩვენ არ უნდა დავუთმოთ! უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე! ყველაზე მთავარი რაც არის - გომელაურმა იცოდეს, რომ პირადად არის პასუხისმგებელი ყველა ახალგაზრდის ჯანმრთელობაზე, ბიძინა ივანიშვილიც და ღარიბაშვილიც, ასევე, კონკრეტული 78 ადამიანი, ვინც ხმა მისცა კანონს. თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა არის თქვენს კისერზე!", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი