სერგო ჩიხლაძე - პროტესტი უნდა გაგრძელდეს - რაც შეეხება პარლამენტის შუშების ჩამტვრევას, სამწუხაროდ, აქციების დროს, უკონტროლო ჯგუფები არიან - გიორგი ვაშაძეს ახალგაზრდები გამოჰყავდა დამტვრეული შუშებიდან

პროტესტი უნდა გაგრძელდეს პარლამენტშიც და ყველგან - რაც შეეხება შუშების ჩამტვრევას, სამწუხაროდ, აქციების დროს, უკონტროლო ჯგუფები არიან, რომლებიც ამას აკეთებენ. გიორგი ვაშაძეს ახალგაზრდები გამოჰყავდა დამტვრეული შუშებიდან, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც სერგო ჩიხლაძე განმარტავს, პროტესტი უნდა გაგრძელდეს მანამ, ვიდრე დაკავებულები არ გათავისუფლდებიან და ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი არ ჩავარდება.

„პროცესი უნდა გაგრძელდეს. აბსოლუტურად ყველა მხარეს ვეთანხმები, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს პარლამენტშიც და ყველგან, სადაც პროტესტის სივრცე არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია დაკავებულების გამოშვება. ყველა მოქალაქე უნდა გამოუშვან, მათ შორის, ზურაბ ჯაფარიძე. აქ უნდა ვიყოთ პრინციპულები. სანამ დაკავებულები არ გათავისუფლდებიან, პროტესტი უნდა იყოს, ამასთან, იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ამ კანონის გაუქმების პროცესი ბოლომდე არ მივა“,- აღნიშნავს ჩიხლაძე.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს მისი თანაპარტიელის გიორგი ვაშაძის განცხადებებს გუშინ მიმდინარე აქციაზე, ჩიხლაძე განმარტავს, რომ გიორგი ვაშაძის მოთხოვნები სამართლიანი იყო, შენობაზე ალყა კი მიღებული პროტესტის ფორმა.

„მოთხოვნა სამართლიანი იყო. ზუსტად იგივე მოთხოვნების პასუხია დღეს "ქართული ოცნების" პასუხი. ორი მოთხოვნა იყო კანონის გაუქმება და მეორე მხრივ, დაკავებულების გათავისუფლება. ეს არის იმ ათიათასობით ადამიანის დამსახურება, ვინც ქუჩაში გამოვიდა. რაც შეეხება შუშების ჩამტვრევას, სამწუხაროდ, ასეთი აქციების დროს, არიან უკონტროლო ჯგუფები, რომლებიც, ამას აკეთებენ. ჩვენ ვნახეთ, რომ გიორგი ვაშაძეს ახალგაზრდები გამოჰყავდა დამტვრეული შუშებიდან. ვერ ვხვდები რაზეა პრობლემა. ნინო ლომჯარიას პოსტი დღეს წაშლილია. მეორე პოსტით კი ის ამბობს, რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. {ალყის დარტყმა} მიღებული პროტესტის ფორმაა, როდესაც სიმბოლურად ხდება ჯაჭვის გაკეთება“, - აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება