გია ხუხაშვილი - ეს გამარჯვება უნდა შევირგოთ და არჩევნებზე შემდეგი გამარჯვებისთვის უნდა მოვემზადოთ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, როცა ჩაწერაზე შეგითანხმდით სხვა თემებზე უნდა გვესაუბრა, ველოდებოდით ოპოზიციის განცხადებებს სამომავლო გეგმებზე, მაგრამ, ამასობაში მმართველმა გუნდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნებისპოლიტიკური საბჭო, „ხალხის ძალადა საპარლამენტო უმრავლესობა მიიღო გადაწყვეტილება, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიე მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.

მაგრამ, გაირკვა რომ გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. ამ დეტალებს აუცილებლად შევეხებით, მაგრამ მოდით საუბარი ამ ახალი ამბით დავიწყოთ. თქვენი აზრით, რა მოხდა და თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?

- ვფიქრობ, რომ მოხდა მარტივი რამ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გასულიყო კონსტიტუციის ფარგლებიდან, ანუ წავიდა კონსტიტუციური მოთხოვნის წინააღმდეგ, რაც ფაქტობრივად შეიძლება შეფასდეს კონსტიტუციურ გადატრიალებად.

ამ დროს იქმნება პირდაპირი დემოკრატიული პროცესი, ხალხი დროებით იბრუნებს ძალაუფლებას იმ მიზნით, რომ აიძულოს ხელისუფლება დაბრუნდეს კანონიერების ფარგლებში. თავად ხალხი იწყებს კონსტიტუციის აღდგენის პროცესს. ეს პროცესი ყოველთვის მთავრდება ხელისუფლების დამქირავებლის გამარჯვებით. ჩვენ ახლა ეს ვნახეთ.

როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაერღვია კონსტიტუცია, ანუ მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, ხალხმა დროებით დაიბრუნა ძალაუფლება და აღადგინა კონსტიტუციური წესრიგი იმით, რომ ხელისუფლება დაბრუნდა კონსტიტუციის მოთხოვნების ფარგლებში.

როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაერღვია კონსტიტუცია, ანუ მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, ხალხმა დროებით დაიბრუნა ძალაუფლება და აღადგინა კონსტიტუციური წესრიგი იმით, რომ ხელისუფლება დაბრუნდა კონსტიტუციის მოთხოვნების ფარგლებში

ხელისუფლებამ დღის წესრიგიდან მოხსნა ის საკითხი, რაც ეჭვ ქვეშ აყენებდა ხელისუფლების კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებას. რაც მისასალმებელია და ძალიან კარგია.

- ხალხის აქტიურობა კი ვნახეთ, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაზე იყოს ზეწოლა ჩვენი პარტნიორებიდან.

სახელისუფლებო გუნდი ისეთი დაჩქარებული ტემპით იყო მოწადინებული მიეღო ანტიდასავლური კანონპროექტი, ძნელი სავარაუდოა, რომ უკან დახევა მხოლოდ ხალხის აქტიურობის დამსახურება იყოს...

- გეთანხმებით, რომ ასეთ დროს გარე ფაქტორები მნიშვნელოვანია, მაგრამ, პროცესის ძირითადი მამოძრავებელი ძალა მაინც არის და იყო ხალხი. ხალხმა აიძულა, განსაკუთრებით ახალგაზრდების შეეშინდა ხელისუფლებას. მათ დაინახეს, რომ მათ მიერ არჩეული გზა იყო უპერსპექტივო. ბოლომდე ამ პროცესს ვერ მიიყვანდნენ, შესაძლოა, ამ პროცესს გადაჰყვებოდნენ კიდეც.

ხალხმა აიძულა, განსაკუთრებით ახალგაზრდების შეეშინდა ხელისუფლებას. მათ დაინახეს, რომ მათ მიერ არჩეული გზა იყო უპერსპექტივო. ბოლომდე ამ პროცესს ვერ მიიყვანდნენ, შესაძლოა, ამ პროცესს გადაჰყვებოდნენ კიდეც

ბუნებრივია, დასავლეთის მხრიდანაც იყო ზეწოლა. დასავლეთის მხრიდან ზეწოლა დიდი ხანია მიდიოდა. გუშინდლამდე დასავლეთს ძალიან კონკრეტული განცხადებები ჰქონდა გაკეთებული.

მიუხედავად ამისა ხელისუფლება არ აპირებდა უკან დახევას. ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართველმა ხალხმა. ვგულისხმობ, წინა ორი დღის განმავლობაში ხალხის აქტიურობას.

- ხელისუფლების განცხადებაში ასეთი რამ წერია - „ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი... ამისთვის დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით“.

თქვენი აზრით, ამ გზას გააგრძელებენ?

- არაფერს არ გააგრძელებენ. ეს არის ცუდი თამაშის პირობებში სახის შენარჩუნების მცდელობა. ხელისუფლებამ ცალსახად დაინახა, რომ ხალხს ევროპა უნდა, ხალხისთვის რუსული გზა კატეგორიულად მიუღებელია. მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებშიც. მათ მომხრეებშიც ამ კანონპროექტმა გააჩინა კითხვები.

ხელისუფლებამ ცალსახად დაინახა, რომ ხალხს ევროპა უნდა, ხალხისთვის რუსული გზა კატეგორიულად მიუღებელია. მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებშიც. მათ მომხრეებშიც ამ კანონპროექტმა გააჩინა კითხვები

შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების ტესტი ჩავარდა და უკან დაიხიეს. რაც, თავისთავად, კარგია. სხვა საკითხია, რომ ამით ყველაფერი არ წყდება. რა თქმა უნდა, ყველაფერი გაწვევით არ გადაწყდება. ჩემი აზრით, მომხდარი არის ხალხის ტაქტიკური გამარჯვება ხელისუფლებაზე.

მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი უნდა მინელდეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნის ევროპულ გზაზე ეს კანონი არ იყო ერთადერთი ბარიერი. ჩვენ შესასრულებელი გვაქვს 12 პუნქტიანი მოთხოვნები.

არაფერს არ გააგრძელებენ. ეს არის ცუდი თამაშის პირობებში სახის შენარჩუნების მცდელობა... ჩემი აზრით, მომხდარი არის ხალხის ტაქტიკური გამარჯვება ხელისუფლებაზე

- პარლამენტის მუშაობის რეგლამენტში გარკვეული ხალხი ამბობს, რომ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის წესი არ არსებობს. შესაძლებელია მეორე მოსმენაზე საკითხის გატანა და მეორე მოსმენაზე მისი ჩაგდება.

თქვენი აზრით, „გამოწვევის“ რა გზას აირჩევს მმართველი გუნდი?

- ეს ტექნიკური საკითხია. ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება, რადგან, მათ ყოველთვის შეუძლიათ სიტუაციის გადათამაშება. გაწვევის მექანიზმი თუ არ არსებობს, მიღება რომ მოისურვონ, მეორედ ვერ შემოიტანენ თუ რა?

როგორც ვთქვი, ეს ტექნიკური საკითხია. შეუძლიათ თაროზე შემოდონ და დაივიწყონ. იურისტები რასაც ამბობენ, გასაგებია, მაგრამ, მთავარია, ხელისუფლებას როგორი დღის წესრიგი ექნება.

- აქციების ფონზე თქვენ აგრძელებდით სოციალურ ქსელში საინტერესოდ აქტიურობას.

რამდენიმე დღის წინ თქვენ წერდით - „ხელისუფლების მთავარი ამოცანაა დაარწმუნოს რუსეთი, რომ ისინი აკონტროლებენ ვითარებას, შეუძლიათ გადატეხონ სიტუაცია და კრემლს ფსონი მათზე ტყუილად არ დაუდვია“.

კანონპროექტზე უარის თქმის შემდეგ რა გამოდის?

- ვერ დაარწმუნა ხელისუფლებამ რუსეთი, ანუ შეეშინდათ ხალხის აქტიურობის და უკან დაიხიეს. სხვა ლოგიკას მე მათ ქმედებებში ვერ ვხედავ. როცა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ აშშ, ევროკავშირი, გაეროც კი გეუბნება, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ, შენ ამას მაინც აკეთებ, ფაქტია, რომ ვიღაცის სასიამოვნოდ აკეთებ. ვინ არის ეს ვიღაცა. რუსეთის გარდა ხომ დედამიწაზე ასეთი ქვეყანა არ არსებობს.

ზახაროვასა და კარასინის გუშინდელი განცხადებები ხომ ამის ნათელი დასტური იყო. ხელისუფლება ამ კანონპროექტს რუსეთის დასანახად იღებდა, რომ მათთვის ესიამოვნებინა, მაგრამ, არ გამოუვიდათ, რაც კარგია.

ვერ დაარწმუნა ხელისუფლებამ რუსეთი, ანუ შეეშინდათ ხალხის აქტიურობის და უკან დაიხიეს... ხელისუფლება ამ კანონპროექტს რუსეთის დასანახად იღებდა, რომ მათთვის ესიამოვნებინა, მაგრამ, არ გამოუვიდათ, რაც კარგია

- უკვე ვიცით, რომ დღეს რუსთაველზე აქცია ისევ გაიმართება. მაგრამ, ახლა საინტერესოა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ბრიუსელში, ვაშინგტონში, ან ევროპის სხვა დედაქალაქებში რამდენად სანდო პარტნიორებად აღიქვამენ ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს - კანონპროექტის პირველი მოსმენით ჯერ ხმაურით მიღებას, ხოლო შემდეგ უკან „გაწვევას“?

- სამწუხაროდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენს ხელისუფლებას სანდო პარტნიორებად კარგა ხანია არ აღიქვამენ. ისინი დემოკრატიული ფორმულებით უყურებენ ყველაფერს. როდესაც მიუღებელი რაცაა და ხელისუფლება თუ უკან იხევს, ისინი მხოლოდ მიესალმებიან. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ჩვენსავე ხელისუფლებას ენდობიან.

ეს ასე არ იქნება. როგორც გითხარით, ჩვენ ბევრი პრობლემები გვაქვს ურთიერთობაში ჩვენს პარტნიორებთან. ძნელად წარმომიდგენია, რომ იმ ნაბიჯების შემდეგ, რაც უმრავლესობამ გადადგა, პარტნიორებს მათ მიმართ ნდობა გაუღრმავდეთ და გაუძლიერდეთ.

ძნელად წარმომიდგენია, რომ იმ ნაბიჯების შემდეგ, რაც უმრავლესობამ გადადგა, პარტნიორებს მათ მიმართ ნდობა გაუღრმავდეთ და გაუძლიერდეთ

რაც შეეხება აქციების გაგრძელებას. მე არ ვთვლი, რომ ახლა აქციები უნდა გაგრძელდეს. შეიძლება ჩატარდეს ერთ გამარჯვების აქცია პოზიტიური ნიშნით. ხალხმა, როცა საჭირო შეიქნა დაიბრუნა ძალაუფლება, გაიმარჯვა და ეს აღნიშნა. მაგრამ, ახლა პროცესის გაგრძელება და ამ ემოციებზე ახლა ახალი მოთხოვნების დაყენება, ვფიქრობ, შეცდომა იქნებოდა.

რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს ხელისუფლების იძულება შეასრულოს ყველა ის პირობა, რაც ჩვენ ევროპის გზაზე გაგვიყვანს, მაგრამ, ეს უნდა მოხდეს გააზრებულად, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად. ახლა, რადგან რაღაც მივიღეთ, კიდევ ბევრჯერ გამოვიდეთ და სპონტანურად კიდევ რაღაც მოვითხოვოთ, გამართლებული არ იქნება.

- მოთხოვნაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ხომ არ გულისხმობთ?

- ახლა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა შეცდომა იქნებოდა. გაიმარჯვე, შეირგე. ეს გამარჯვება უნდა შევირგოთ და შემდეგი გამარჯვებისთვის არჩევნებზე უნდა მოვემზადოთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა