სალომე სამადაშვილი - ამ ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ჩვენ ვიბრძვით, არ ვაპირებთ ბრძოლით დავიღალოთ, სანამ არ გავაფორმებთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებას ამ ქვეყანაში

არ უნდა მოვდუნდეთ და უნდა ვიყოთ ძალიან შესაბამისად მობილიზებული. ყველას მოვუწოდებ, დღეს შევიკრიბოთ, აუცილებლად, ისევ აქციაზე. ამ ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ჩვენ ვიბრძვით, არ ვაპირებთ რომ დავიღალოთ ბრძოლით, სანამ არ გავაფორმებთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებას ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ მოატყუა ქართული საზოგადოება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევა სამართლებრივად გაფორმდეს, რაც სამადაშვილის განმარტებით, რამდენიმე გზით შეიძლება მოხდეს.

„გუშინ ქართველი ხალხი გამოვიდა ქუჩაში ძალიან კონკრეტული მოთხოვნით, რომ რუსული კანონი გაუქმდეს და გაწვეულ იქნას უკან. „ქართული ოცნება“ რომელმაც ბევრჯერ მოატყუა ქართველი ხალხი და ძირითადად ქართველი ხალხის მოტყუებით არის დაკავებული, დღეს გამოვიდა და გამოაცხადა, რომ გაიტანს ამ კანონპროექტს უკან, მაგრამ მინდა შეგახსენოთ ყველას, როდესაც ქუჩაში გამოვიდა 20 ივნისის შემდეგ, უამრავი ადამიანი, „ქართული ოცნება“ მათ დაჰპირდა პროპორციულ არჩევნებს და მერე ყველას გვახსოვს, როგორ შეასრულა ეს დაპირება. ამიტომ, არ უნდა მოვდუნდეთ და უნდა ვიყოთ ძალიან შესაბამისად მობილიზებული. ყველას მოვუწოდებ, დღეს შევიკრიბოთ, აუცილებლად, ისევ აქციაზე. ამ ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ჩვენ ვიბრძვით, არ ვაპირებთ დავიღალოთ ბრძოლით, სანამ არ გავაფორმებთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებას ამ ქვეყანაში. ამ ეტაპზე გამარჯვების გაფორმება იქნება ოფიციალურად ამ კანონპროექტის გაუქმება. ამის შესაძლო გზა არის - მეორედ კენჭისყრაზე კანონპროექტის დაყენება და უარყოფა ამ კანონპროექტის, იმ ხალხის მიერ, ვინც პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა. ასევე, არის შესაძლებლობა ტექნიკურად, რომ დადგენილების პროექტს ეყაროს კენჭი და გაუქმდეს პირველი მოსმენით მიღება. „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი იურისტი ჰყავს თავის გუნდში და ახლა ანრი ოხანაშვილი, რომელიც მე მემუქრებოდა, რომ აშშ-ის სამსახურებთან ჯაშუშობის თაობაზე კონტრაქტი რომ მაქვს გაფორმებული, ამას ძალიან მალე აჩვენებს საზოგადოებას, სწორედ ის დაჯდეს და დაწეროს გზა, როგორ აპირებს გაიწვიოს უკან თავისი მიღებული კანონპროექტი. მოთხოვნა ამ ეტაპზე არის კანონპროექტის გაუქმების ბოლომდე მიყვანა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა