რომან გოცირიძე - „ქართული ოცნება“ დამთავრებულია - ივანიშვილმა საკუთარ თავზე იგრძნო, რას ნიშნავს რეალური სანქციის საფრთხე, ადამიანი, იღვიძებს და ათენებს შვეიცარიაში გაჭედილი ფულების თვლით

ივანიშვილმა საკუთარ თავზე იგრძნო, რას ნიშნავს რეალური სანქციის საფრთხე, ადამიანი, იღვიძებს და ათენებს შვეიცარიაში გაჭედილი ფულების თვლით. დაინახა, რომ სანქციების პირობებში იქნებოდა ჩაკეტილი ამ ქვეყანაში და მისი მარშრუტი იქნებოდა ჭორვილიდან შუშის სასახლემდე - „ქართული ოცნება“ დამთავრებულია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ისაუბრა, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან უკან გაწვევის შესახებ და აღნიშნა,რომ ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა, რადგანაც პრორუსულმა რეჟიმმა დაინახა, თუ რა არის ნამდვილი ხალხის ძალა, რა არის ახალგაზრდული ძალა, რას ნიშნავს საერთაშორისო მხარდაჭერა.

„დღეიდან, არ მოხდება ისეთი გადაწყვეტილების გატარება, რომელიც არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს მის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩამოვაღებინებთ ყველა გაჭედილ კანონს.სად არის კონსტიტუცია,რომელიც ერთი წელია მიღებულია პირველო მოსმენით, თაროზე შემოდეს და მანიპულირებენ. სად არის სხვა კანონპროექტები, რომლებიც აუცილებელი იყო საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებისთვის. „ქართულ ოცნებას“ გაათმაგებული ენერგიით მოუწევს ყველა იმ ხარვეზის გამოსწორება, რომელიც ფორმალურად და ფასადურად მიიღეს ამ 12 პუნქტიდან ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობიდან გამომდინარე. ბიძინა ივანიშვილმა ეს ადამიანები მორალურად გაანადგურა, დასცა ძირს, ამოსვარა ტალახში. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე იგრძნო, თუ რას ნიშნავს რეალური სანქციის საფრთხე, ადამიანი, რომელიც იღვიძებს და ათენებს შვეიცარიაში გაჭედილი ფულების თვლით. მან დაინახა, რომ სანქციების პირობებში ის იქნებოდა ჩაკეტილი ამ ქვეყანაში და მისი მარშრუტი იქნებოდა ჭორვილიდან შუშის სასახლემდე. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ძალიან დიდი როლი ითამაშა საერთაშორისო საზოგადოებამ და ეს გაგრძელდება. „ქართული ოცნება“ დამთავრებულია.ახლა არის ტექნიკის საქმე. „ქართული ოცნება“ამ მორალური კრახის შემდეგ მიდის პოლიტიკურ სანაგვეზე“,- განაცხადა გოცირიძემ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა