ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი დაარსდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა, ჯაბა სამუშიამ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟანა ანდრეასიანს და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობის განვითარებისა და გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. კერძოდ, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის შექმნის დეტალები და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული არმენოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების გაძლიერების საკითხი განიხილეს.

„შეხვედრის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა, ჯაბა სამუშიამ და ერევნის უნივერსიტეტის რექტორმა, ჰოვანეს ჰოვანისიანმა მოაწერეს.

მემორანდუმი ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებებს შორის კავშირების გამყარებას, აგრეთვე, სტუდენტებისთვის ორმხრივი გაცვლითი პროგრამების განვითარებას ხელს შეუწყობს. ხელშეკრულების ფარგლებში თსუ-ის არმენოლოგიის მიმართულების სტუდენტები ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობას განახორციელებენ, ხოლო ერევნის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულების სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრებიან. გარდა ამისა, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები დაიგეგმება.

შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ-ს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი დელეგაციასთან ერთად, თბილისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მოწვევით იმყოფება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს