პროკურორის განცხადებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არის ერთ-ერთი მყარი მტკიცებულება ბადრი ესებუას მიმართ წარდგენილი ბრალდების დასასაბუთებლად

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 13 მარტს გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

ამასთან, სასამართლომ ბრალდების მხარის მოწმეებს, მათ შორის, ყოფილ მძევლებს მოუსმინა. სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა.

საქმის პროკურორის მირანდა წერეთლის განცხადებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არის ერთ-ერთი მყარი მტკიცებულება ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასასაბუთებლად. მისივე თქმით, კვლევისათვის აღებული სუნის ნიმუში ემთხვევა საქმეში არსებულ იმ ნიმუშებს, რომლებიც ამოღებული იყო შემთხვევის ადგილიდან.

,,ბრალდების მხარემ დღეს წარადგინა ახალი მტკიცებულება. ეს გახლავთ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ეს არის ერთ-ერთი ასევე მყარი მტკიცებულება ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასასაბუთებლად და სხვა მტკიცებულებებთან ერთად როდესაც სასამართლო მისცემს შეფასებას მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კვლევისათვის აღებული სუნის ნიმუში ემთხვეოდა უკვე საქმეში არსებულ იმ ნიმუშებს, რომლებიც ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილიდან.

დღეს ჩვენ გამოვკითხეთ მოწმეები, მათ შორის იყო ერთ-ერთი დაზარალებული ქალბატონი, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ობიექტური ინფორმაცია ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, იმ მოვლენების შესახებ, რომლის შემსწრე და მონაწილეც თავად იყო. ეს პირი გახლდათ მძევალი. ასევე, ჩვენ გამოვკითხეთ მოწმეები, რომლებმაც სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა და დაადასტურეს მათი უტყუარობა“, - აღნიშნა მირანდა წერეთელმა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება