ირაკლი ნადირაძე - მაქვს ინფორმაცია, რომ აქციაზე, ჩემზე თავდამსხმელი პირი "დაკავებულია" და მიდის სცენარის დამუშავება, როგორ გაამართლონ ძალადობრივი ფაქტი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელი პირი „დაკავებულია“ და სცენარის დამუშავება მიდის, რომ „ძალადობრივი ფაქტი გაამართლონ“. განცხადებას ნადირაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

ნადირაძის თქმით, არ გაუკვირდება, თუ "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წევრს დაგაბრალებენ მის მოგზავნას.

"მაქვს ინფორმაცია, რომ აქციაზე, ჩემზე თავდამსხმელი პირი "დაკავებულია" და ახლა მიდის სცენარის დამუშავება, როგორ გაამართლონ ჩემს მიმართ განხორციელებული ეს ძალადობრივი ფაქტი. არ გამიკვირდება, რომ ეს პირი გამოაცხადონ შეურაცხადად და არც ის გამიკვირდება, რომ ჩვენი გუნდის, "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წევრს დაგაბრალონ მისი მოგზავნა.ამ ყველაფრის მიზანი შეიძლება იყოს ერთადერთი - დაუსჯელი დარჩეს დამნაშავე და წაახალისონ სუს-ის აგენტ-პროვოკატორების შემდგომი ძალადობრივი მოქმედებები ოპოზიციონერებზე, ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა თუ მშვიდობიან დემონსტრანტებზე",- წერს ნადირაძე.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა