არმაზ ახვლედიანი - მერაბიშვილის მოწოდება მავნებლობაა, ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნებას რომ ემსახურება

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებები „მავნებლობაა“ და „ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნებას ემსახურება“.

ამის შესახებ არმაზ ახვლედიანის თქმით, „ოცნების ძალადობრივი მანქანა“ სწორედ მსგავსი „რევანშისტული ძალების ხარჯზე ინარჩუნებს მმართველობას“.

„გასული კვირის დიდებული საპროტესტო მუხტისა და უმნიშვნელოვანესი ტაქტიკური გამარჯვების ფონზე მერაბიშვილის მოწოდება მავნებლობაა, ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნებას რომ ემსახურება.

რით ვერ გაიგეთ, რომ ოცნების ძალადობრივი მანქანა სწორედ მსგავსი რევანშისტული ძალების ხარჯზე ინარჩუნებს მმართველობას! ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე, პოლიტიკოსი მკაცრად უნდა გაემიჯნოს ქვეყნის ნორმალური, ევროპული მომავლის დამსამარებელ მსგავს მოწოდებებს და სწორად გაიაზროს, რომ საქართველოს წარმატებული, დემოკრატიული პერსპექტივა მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა წარსული და დღევანდელი რეჟიმების უსამართლობები ჩაითვლება დანაშაულებრივ ექსპერიმენტად, როცა საზოგადოება და მის მიერ დემოკრატიულად არჩეული პოლიტიკური გუნდი ბოლომდე გაემიჯნება ამ წარსულს და სრულად განიმსჭვალება საქართველოს ეროვნული, ევროპული, დემოკრატიული სულისკვეთებით!“, - წერს ახვლედიანი.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები