საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო ორდღიანი მასტერკლასები დასრულდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასრულდა მოსწავლეებისა და დაწყებითი კურსების სტუდენტებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო შემეცნებით მასტერკლასი, რომელიც CERN/IPPOG კოლაბორაციისა და მისი წევრის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, CERN-ის მასტერკლასების დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, ფაკულტეტის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები.

CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასებს ორი დღის განმავლობაში უძღვებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, CERN/IPPOG კოლაბორაციის საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე შარმაზანაშვილი; ილიაუნის პროფესორი ჯუანშერ ჯეჯელავა; სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი ბესიკ კეკელია, ამავე ცენტრის მკვლევარი, დოქტორი ნიკო ცუცქირიძე და ახალგაზრდა მკვლევრები: ნინო ზურაშვილი, სალომე ვაშაკიძე, მარიამ ნოზაძე, კონსტანტინე ცუცქირიძე, გიორგი მირზიაშვილი, ალექსანდრე ალიხანოვი და ვლადიმერ დოლინსკი.

მასტერკლასის მონაწილე მოსწავლეებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე და გააცნო უნივერსიტეტის მეცნიერთა, ახალგაზრდა მკვლევართა და სტუდენტთა წარმატებები, რომელთაც მათ მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში მიაღწიეს. როგორც რექტორმა აღნიშნა, STEM და ტექნოლოგიურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგაზრდებისთვის CERN-ის მასტერკლასი ამ უდიდესი კვლევითი ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერიმენტების გაცნობის უნიკალური საშუალებაა.

„თქვენ, საქართველოს მომავალს, ახალგაზრდებს დღეს გაქვთ ფართო შესაძლებლობა, გაეცნოთ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების კვლევებს, გაიფართოვოთ თვალსაწიერი STEM საგნებში და მიღებული ცოდნა მოახმაროთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობასა და კეთილდღეობას. თქვენი წარმატება ჩვენი სამშობლოს წარმატებაა, თქვენი წინსვლა კი მეცნიერებაში ახალ სიტყვას და ახალ მიღწევებს ნიშნავს. შესაძლებლობები, რომელიც თქვენ გაქვთ, გაძლევთ საშუალებას დასახული მიზნის მისაღწევად ჩაერთოთ სხვადასხვა ექსპერიმენტში. CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მთავრობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტრადიციულად, ყოველწლიურად ტარდება. ვთვლი, რომ მასტერკლასების მიზანი მიღწეულია - ჩვენ შევძელით ახალი თაობა ჩაგვერთო მათთვის საინტერესო საერთაშორისო სამეცნიერო აქტივობებში. ეს, უდავოდ, დიდი წარმატების საწინდარია. ვფიქრობთ, რომ ნიჭიერი და განსაკუთრებულად მოტივირებული მოსწავლეებისათვის მოვაწყოთ სამეცნიერო საინფორმაციო ტური ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში, სადაც ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები მუშაობენ, რაც ძალიან საამაყოა. წარმატებებს გისურვებთ, ახალგაზრდებო!“, - განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

ნუნუ მიცკევიჩმა მასტერკლასების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან.

სიტყვით გამოსვლისას ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ CERN-ის შემეცნებითი საგანმანათლებლო მასტერკლასები და მსგავსი აქტივობები მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო სკოლების, უდიდესი სამეცნიერო ორგანიზაციებისა და მიმდინარე გლობალური ექსპერიმენტებით ახალგაზრდა თაობის დაინტერესებასა და მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.

გამოსვლისას ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ CERN-ის შემეცნებითი საგანმანათლებლო მასტერკლასები და მსგავსი აქტივობები მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო სკოლებით, უდიდესი სამეცნიერო ორგანიზაციებითა და მიმდინარე გლობალური ექსპერიმენტებით ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.

საუბრისას მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს Horizon Europe-ის ჩარჩო პროგრამის წევრობაზე. ნუნუ მიცკევიჩის თქმით, 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა. როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები სარგებლობენ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალგაზრდებს აქვთ საშუალება სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ სამეცნიერო სფეროში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

სტუ-ის ინფორმაციით, CERN/IPPOG კოლაბორაციისა და მისი წევრის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, მომავალი წლიდან CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასები, თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო ორდღიანი მასტერკლასები დასრულდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასრულდა მოსწავლეებისა და დაწყებითი კურსების სტუდენტებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო შემეცნებით მასტერკლასი, რომელიც CERN/IPPOG კოლაბორაციისა და მისი წევრის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, CERN-ის მასტერკლასების დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, ფაკულტეტის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები.

CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასებს ორი დღის განმავლობაში უძღვებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, CERN/IPPOG კოლაბორაციის საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე შარმაზანაშვილი; ილიაუნის პროფესორი ჯუანშერ ჯეჯელავა; სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი ბესიკ კეკელია, ამავე ცენტრის მკვლევარი, დოქტორი ნიკო ცუცქირიძე და ახალგაზრდა მკვლევრები: ნინო ზურაშვილი, სალომე ვაშაკიძე, მარიამ ნოზაძე, კონსტანტინე ცუცქირიძე, გიორგი მირზიაშვილი, ალექსანდრე ალიხანოვი და ვლადიმერ დოლინსკი.

მასტერკლასის მონაწილე მოსწავლეებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე და გააცნო უნივერსიტეტის მეცნიერთა, ახალგაზრდა მკვლევართა და სტუდენტთა წარმატებები, რომელთაც მათ მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში მიაღწიეს. როგორც რექტორმა აღნიშნა, STEM და ტექნოლოგიურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგაზრდებისთვის CERN-ის მასტერკლასი ამ უდიდესი კვლევითი ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერიმენტების გაცნობის უნიკალური საშუალებაა.

„თქვენ, საქართველოს მომავალს, ახალგაზრდებს დღეს გაქვთ ფართო შესაძლებლობა, გაეცნოთ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების კვლევებს, გაიფართოვოთ თვალსაწიერი STEM საგნებში და მიღებული ცოდნა მოახმაროთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობასა და კეთილდღეობას. თქვენი წარმატება ჩვენი სამშობლოს წარმატებაა, თქვენი წინსვლა კი მეცნიერებაში ახალ სიტყვას და ახალ მიღწევებს ნიშნავს. შესაძლებლობები, რომელიც თქვენ გაქვთ, გაძლევთ საშუალებას დასახული მიზნის მისაღწევად ჩაერთოთ სხვადასხვა ექსპერიმენტში. CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მთავრობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტრადიციულად, ყოველწლიურად ტარდება. ვთვლი, რომ მასტერკლასების მიზანი მიღწეულია - ჩვენ შევძელით ახალი თაობა ჩაგვერთო მათთვის საინტერესო საერთაშორისო სამეცნიერო აქტივობებში. ეს, უდავოდ, დიდი წარმატების საწინდარია. ვფიქრობთ, რომ ნიჭიერი და განსაკუთრებულად მოტივირებული მოსწავლეებისათვის მოვაწყოთ სამეცნიერო საინფორმაციო ტური ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში, სადაც ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები მუშაობენ, რაც ძალიან საამაყოა. წარმატებებს გისურვებთ, ახალგაზრდებო!“, - განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

ნუნუ მიცკევიჩმა მასტერკლასების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან.

სიტყვით გამოსვლისას ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ CERN-ის შემეცნებითი საგანმანათლებლო მასტერკლასები და მსგავსი აქტივობები მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო სკოლების, უდიდესი სამეცნიერო ორგანიზაციებისა და მიმდინარე გლობალური ექსპერიმენტებით ახალგაზრდა თაობის დაინტერესებასა და მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.

გამოსვლისას ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ CERN-ის შემეცნებითი საგანმანათლებლო მასტერკლასები და მსგავსი აქტივობები მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო სკოლებით, უდიდესი სამეცნიერო ორგანიზაციებითა და მიმდინარე გლობალური ექსპერიმენტებით ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.

საუბრისას მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს Horizon Europe-ის ჩარჩო პროგრამის წევრობაზე. ნუნუ მიცკევიჩის თქმით, 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა. როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები სარგებლობენ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალგაზრდებს აქვთ საშუალება სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ სამეცნიერო სფეროში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

სტუ-ის ინფორმაციით, CERN/IPPOG კოლაბორაციისა და მისი წევრის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, მომავალი წლიდან CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასები, თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია