მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, პეტერ ფიშერთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდა.

მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, შეიქმნა ახალი პროფესიული სტანდარტები, ამასთან, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს დაწესებულებების შედეგებზე დაფუძნებულ დაფინანსების მოდელს.

მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა პროფესიული უნარების სააგენტოს დაარსების მნიშვნელობას და აღნიშნა 2021 წლიდან საქართველომ განათლების სისტემაში უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის მოდელი დანერგა – კერძო-საჯარო პარტნიორობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მართავს დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება. მინისტრის თქმით, სწორედ სააგენტოს აქტიური ჩართულობითა და გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით კერძო-საჯარო პარტნიორობითა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებით შეიქმნა საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების მარეგულირებელი წესი, რომელიც სტუდენტის მიერ მიღწეული შედეგების კომპლექსურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ შეფასების პროცესში, დარგობრივი უნარების ორგანიზაციების სახით, აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი, რაც პროფესიულ განათლებაში დარგობრივი პოლიტიკისა და დარგობრივი უნარების ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერასა და ექსელენს-ცენტრებისა (CoE) და საერთაშორისო სასწავლებლების განვითარების ხელშეწყობას, რაც უცხოელი სტუდენტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) პარტნიორობის ფარგლებში გრძელდება აქტიური მუშაობა საერთაშორისო დონის ორი ახალი ცენტრის – თელავის ღვინის სკოლისა და დუშეთის ტურიზმის სკოლის განვითარების მიმართულებით. ასევე, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს თბილისში ტრანსპორტის/ლოგისტიკისა და სამშენებლო მიმართულების ე.წ. ექსელენს ცენტრის განვითარების პროცესიც.

მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება ასევე გაამახვილა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) არსებულ პარტნიორობაზე და განაცხადა, რომ სწორედ GIZ-ის ხელშეწყობით დაინერგა საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში გერმანული სწავლების დუალური მოდელი, რომელიც დღეს წარმატებით ხორციელდება და ვითარდება.

თავის მხრივ, პეტერ ფიშერმა მიხეილ ჩხენკელს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საუბრისას პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების პერსპექტივებზეც გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი, გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელი ლიდია კრისტმანი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, პეტერ ფიშერთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდა.

მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, შეიქმნა ახალი პროფესიული სტანდარტები, ამასთან, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს დაწესებულებების შედეგებზე დაფუძნებულ დაფინანსების მოდელს.

მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა პროფესიული უნარების სააგენტოს დაარსების მნიშვნელობას და აღნიშნა 2021 წლიდან საქართველომ განათლების სისტემაში უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის მოდელი დანერგა – კერძო-საჯარო პარტნიორობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მართავს დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება. მინისტრის თქმით, სწორედ სააგენტოს აქტიური ჩართულობითა და გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით კერძო-საჯარო პარტნიორობითა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებით შეიქმნა საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების მარეგულირებელი წესი, რომელიც სტუდენტის მიერ მიღწეული შედეგების კომპლექსურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ შეფასების პროცესში, დარგობრივი უნარების ორგანიზაციების სახით, აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი, რაც პროფესიულ განათლებაში დარგობრივი პოლიტიკისა და დარგობრივი უნარების ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერასა და ექსელენს-ცენტრებისა (CoE) და საერთაშორისო სასწავლებლების განვითარების ხელშეწყობას, რაც უცხოელი სტუდენტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) პარტნიორობის ფარგლებში გრძელდება აქტიური მუშაობა საერთაშორისო დონის ორი ახალი ცენტრის – თელავის ღვინის სკოლისა და დუშეთის ტურიზმის სკოლის განვითარების მიმართულებით. ასევე, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს თბილისში ტრანსპორტის/ლოგისტიკისა და სამშენებლო მიმართულების ე.წ. ექსელენს ცენტრის განვითარების პროცესიც.

მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება ასევე გაამახვილა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) არსებულ პარტნიორობაზე და განაცხადა, რომ სწორედ GIZ-ის ხელშეწყობით დაინერგა საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში გერმანული სწავლების დუალური მოდელი, რომელიც დღეს წარმატებით ხორციელდება და ვითარდება.

თავის მხრივ, პეტერ ფიშერმა მიხეილ ჩხენკელს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საუბრისას პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების პერსპექტივებზეც გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი, გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელი ლიდია კრისტმანი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა