GITA BNB Chain-თან და Symbios-თან თანამშრომლობით ეროვნულ ჰაკათონს უმასპინძლებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო BNB Chain-თან და Symbios-თან თანამშრომლობით ეროვნულ ჰაკათონს უმასპინძლებს, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს დეველოპერებს, ითანამშრომლონ და შექმნან ინოვაციური დეცენტრალიზირებული აპლიკაციები. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, Web3 Hackathon 2023 წლის 17 მარტს ბათუმსა და თბილისი ერთდორულად დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ბათუმის ჰაკათონის თანაორგანიზატორია საქართველოს ფინტექ ასოციაცია. ღონისძიება მიზნად ისახავს ათასობით დეველოპერის მოზიდვას, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს კონტაქტი დაამყარონ BNB Chain-ის დეველოპერთა საზოგადოებასთან და გამოსცადონ მათი Web3 უნარები პრაქტიკულ გარემოში. ღონისძიება დასრულდება 19 მარტს გამარჯვებულის გამოცხადებით და „ნეთვორქინგით“, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ კავშირი დაამყარონ ინდუსტრიის ექსპერტებთან, პოტენციურ პარტნიორებთან, რათა თავიანთი პროექტები კიდევ უფრო განავითარონ.

დახურვის ცერემონიალზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული, ისინი წარადგენენ საბოლოო გადაწყვეტებს ჟიურის წინაშე. გამარჯვებულები მიიღებენ პრიზს $2,500-ს პირველი ადგილისთვის, $1,500 მეორე ადგილისთვის და $1,000 მესამე ადგილისთვის, ასევე BNB Chain swag-ს და უწყვეტ წვდომას BNB Chain-ის დეველოპერულ პროგრამებზე.

ჰაკათონის ფარგლებში წამყვანი დეველოპერები გამართავენ ვორქშოფებსა და სემინარებს, სადაც განხილული იქნება WEB3-სა და BNB Chain-ში მუშაობის საფუძვლები, ჰაკათონის თემები და გამარჯვების კრიტერიუმები. 2022 წელს, BNB Chain-ის დეცნტრალიზირებულმა აპლიკაციებმა მიიპყრო ყოველდღიური მილიონზე მეტი უნიკალური WEB 3 საფულის ყურადღება, ბაზრის ვარდნის მიუხედავად. ქსელმა ასევე გადააჭარბა Ethereum-ს 230 მილიონზე მეტი უნიკალური მისამართებით, გახდა უფრო დეცენტრალიზებული და ღია წყარო, ვიდრე ოდესმე, ამავდროულად გაუმჯობესდა მასშტაბურობა და შემცირდა web3 პროექტების ხარჯები. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3lb1v1T“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

GITA BNB Chain-თან და Symbios-თან თანამშრომლობით ეროვნულ ჰაკათონს უმასპინძლებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო BNB Chain-თან და Symbios-თან თანამშრომლობით ეროვნულ ჰაკათონს უმასპინძლებს, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს დეველოპერებს, ითანამშრომლონ და შექმნან ინოვაციური დეცენტრალიზირებული აპლიკაციები. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, Web3 Hackathon 2023 წლის 17 მარტს ბათუმსა და თბილისი ერთდორულად დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ბათუმის ჰაკათონის თანაორგანიზატორია საქართველოს ფინტექ ასოციაცია. ღონისძიება მიზნად ისახავს ათასობით დეველოპერის მოზიდვას, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს კონტაქტი დაამყარონ BNB Chain-ის დეველოპერთა საზოგადოებასთან და გამოსცადონ მათი Web3 უნარები პრაქტიკულ გარემოში. ღონისძიება დასრულდება 19 მარტს გამარჯვებულის გამოცხადებით და „ნეთვორქინგით“, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ კავშირი დაამყარონ ინდუსტრიის ექსპერტებთან, პოტენციურ პარტნიორებთან, რათა თავიანთი პროექტები კიდევ უფრო განავითარონ.

დახურვის ცერემონიალზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული, ისინი წარადგენენ საბოლოო გადაწყვეტებს ჟიურის წინაშე. გამარჯვებულები მიიღებენ პრიზს $2,500-ს პირველი ადგილისთვის, $1,500 მეორე ადგილისთვის და $1,000 მესამე ადგილისთვის, ასევე BNB Chain swag-ს და უწყვეტ წვდომას BNB Chain-ის დეველოპერულ პროგრამებზე.

ჰაკათონის ფარგლებში წამყვანი დეველოპერები გამართავენ ვორქშოფებსა და სემინარებს, სადაც განხილული იქნება WEB3-სა და BNB Chain-ში მუშაობის საფუძვლები, ჰაკათონის თემები და გამარჯვების კრიტერიუმები. 2022 წელს, BNB Chain-ის დეცნტრალიზირებულმა აპლიკაციებმა მიიპყრო ყოველდღიური მილიონზე მეტი უნიკალური WEB 3 საფულის ყურადღება, ბაზრის ვარდნის მიუხედავად. ქსელმა ასევე გადააჭარბა Ethereum-ს 230 მილიონზე მეტი უნიკალური მისამართებით, გახდა უფრო დეცენტრალიზებული და ღია წყარო, ვიდრე ოდესმე, ამავდროულად გაუმჯობესდა მასშტაბურობა და შემცირდა web3 პროექტების ხარჯები. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3lb1v1T“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა