საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები კანდიდატების წარდგენის გამარტივებულ ელექტრონულ პროცედურებს გაეცნენ

საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები კანდიდატების წარდგენის გამარტივებულ ელექტრონულ პროცედურებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო სუბიექტებს 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს. ცესკოს დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს კანდიდატების წარდგენა ელექტრონული ფორმითაც, ონლაინ შეეძლებათ. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული საშუალებებით კანდიდატების წარდგენის წესები და პირობები გააცნო და აღნიშნა, რომ ცესკომ საარჩევნო სუბიექტების კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი გაამარტივა.

„ჩვენ დღეს შევხვდით რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, სადაც დეტალურად განვიხილეთ დადგენილების მიხედვით რა პროცედურები უნდა განახორციელონ იმისთვის, რომ შესაბამის საარჩევნო ოლქებში კანდიდატები ელექტრონულად წარადგინონ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი და ვიმედოვნებთ, რომ ამ შესაძლებლობას ყველა საარჩევნო სუბიექტი გამოიყენებს. ეს რა თქმა უნდა ამარტივებს კანდიდატების წარდგენის პროცედურას და პოლიტიკურ პარტიებს არ მოუწევთ დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარდგენა“, - განაცხადა ეკა ცაბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ცესკო მუდმივად მუშაობს ელექტრონული სერვისების განვითარებაზე. საარჩევნო ადმინისტრაციაში უკვე დანერგილია კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პლატფორმა, ასევე ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამები პარტიების, საინიციატივო ჯგუფების, დამკვირვებლების და მედიისთვის, საჩივრების წარდგენის ონლაინ სისტემა და ა.შ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს