ნათია მეზვრიშვილი - ჩვენი პარტიის მთავარი სათქმელი იყო, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა, როგორი ხელისუფლება გვყავს

ჩვენი პარტიის მთავარი სათქმელი იყო, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა თუ როგორი ხელისუფლება გვყავს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზრიშვილმა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან კარგად აცნობიერებენ, რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ შეხვედრას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელიც ესწრებოდა. იქ იყო ისეთი შეფასებები, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა.

ჩვენი პარტიის მთავარი სათქმელი იყო, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა თუ როგორი ხელისუფლება გვყავს. მე პირდაპირ გავაჟღერე მესიჯი, რომ ჩვენ დღეს ანტიდასავლური ხელისუფლება და პროევროპული ხალხი გვყავს. ხალმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„ოცნების“ მხრიდან ისეთი შეფასებები გაკეთდა, რაც ყოველთვის კეთდება, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პარტნიორები შესანიშნავად არჩევენ ერთმანეთისგან ტყუილს და სიმართლეს“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან