დიდი ბრიტანეთი საქართველოსა და მოლდოვას ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთი საქართველოსა და მოლდოვას ფინანსურად დაეხმარება.

ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიმს კლევერლის 16-17 მარტს მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილ ვიზიტებთან დაკავშირებით ავრცელებს.

“დიდი ბრიტანეთი მოლდოვასა და საქართველოსთვის თავის ფინანსურ მხარდაჭერას აძლიერებს, ვინაიდან, ისინი კვლავ განიცდიან პუტინის უკრაინაში შეჭრით გამოწვეულ დესტაბილიზაციას”, - წერია განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, მოლდოვასა და საქართველოში ვიზიტების დროს კლევერლი მოლდოვაში ეკონომიკური და მმართველობითი რეფორმების მხარდასაჭერად დამატებით 10 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის დახმარების შესახებ გამოაცხადებს. საქართველოსთვის კი, მომავალი წლის არჩევნების უსაფრთხოების გასაძლიერებლად - 500 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობის დახმარებას გამოყოფს.

“საქართველოში კლევერლი ნახავს, თუ როგორ ეხმარება გაერთიანებული სამეფოს დახმარება, მათ შორის თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა, რუსეთის დივერსიული ჩარევებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.

საქართველოში დემოკრატიის გასაძლიერებლად დიდი ბრიტანეთი ასევე 500 000 გირვანქა სტერლინგს გამოყოფს, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს შექმნას და მათ გარე ჩარევისგან დაცვას”, - წერია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე