პაატა მანჯგალაძე კალაძის განცხადებაზე - ისტორია მაინც წაიკითხე, კახი - 2 საუკუნეზე მეტია საქართველოს ერთი მტერი ჰყავს და ეს არის რუსეთი

კალაძე რუს ოკუპანტს კი არ ეუბნება მშვიდობა გვინდაო, ევროპას ეუბნება - იმას, რაც რუს ოკუპანტს უნდა ვუთხრათ, დასავლეთს ეუბნებიან. საქართველოს ისტორია მაინც წაიკითხე, კახი, სანამ გამოხვალ, 2 საუკუნეზე მეტია საქართველოს ერთი მტერი ჰყავს და ეს არის რუსეთი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის ინტერესზე კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მანჯგალაძის თქმით, კახა კალაძემ "სამარცხვინო" განცხადებები გააკეთა.

"კალაძემ ისაუბრა, რა გინდათ, საქართველომ ხომ იომა, ქვეყანა ვითარდება და მშვიდობა გვინდაო და ამას რუს ოკუპანტს კი არ ეუბნება, რომ მშვიდობა და განვითარება გვინდა, ევროპას ეუბნება. იმას, რაც რუს ოკუპანტს უნდა ვუთხრათ, დასავლეთს ეუბნებიან. დასავლეთს უნდა ჩვენი ქვეყნის განვითარება და რუსეთს უნდა განადგურება, რომელიც თბილისიდან 35 კილომეტრში დგას და გვეუბნება მიიღეთ ფაქტად, რომ ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი ოკუპირებული მაქვს და საქართველოს დანარჩენი ნაწილის ოკუპირებაზე მომელაპარაკეთო. კახა კალაძე არის დიპლომით ისტორიკოსი, საქართველოს ისტორია მაინც წაიკითხე, კახი, სანამ გამოხვალ, 2 საუკუნეზე მეტია საქართველოს ერთი მტერი ჰყავს და ეს არის რუსეთი და როცა მშვიდობაზე ლაპარაკობ, რუსეთს უნდა მიმართო, მას უნდა უთხრა, რომ დაანებოს თავი საქართველოს და ეუბნები ევროპას, ამიტომ ხართ მატყუარები და მოღალატეები, სამართლიანად გიწოდებთ ამას საზოგადოება,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მათ შესრულებას არც კი ცდილობს.

"ტექნიკურად ჩამოწერეს პლუსები, კანონები მივიღეთო, მაგრამ შინაარსზე რას ამბობენ? ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე რა თქვა? მართლმსაჯულების რეფორმაზე თქვეს, რომ ფასადია. დამოუკიდებელი ანტიკორუფციულ ბიუროს ნაცვლად, რაც 12 პუნქტიდან ერთი რეკომენდაცია იყო, ამათ შექმნეს უწყება, რომელიც ღარიბაშვილს დაუქვემდებარეს, მედიის მიმართულებით მდგომარეობის გამოსწორების ნაცვლა,დ წინა დღეს დაიჭირეს გვარამია," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, კახა კალაძე კრიტიკის ობიექტი მისი შემდეგი განცხადების გამო გახდა: "თქვე დალოცვილებო, რა ჩააცივდით ამ საქართველოს, რა გინდათ ამ ქვეყნიდან, ჩვენზე განვითარებული ქვეყნები ხართ, ჩვენზე ძლიერი ეკონომიკები გაქვთ, ჩვენზე მეტი ხალხი ცხოვრობს თქვენს ქვეყნებში, გამოდით, ეომეთ კაცო, იომეთ, ვინ დაგიშალათ, საქართველომ არ იომა? არ მიიღო თავისი წილი უბედურება, სამწუხაროდ და საუბედუროდ? ჩვენ ხომ გამოცდილი და გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი. რა გინდათ ამ ქვეყნისგან, სიმშვიდე შევინარჩუნეთ, ქვეყანა ვითარდება, მივისწრაფვით ევროპისკენ, რატომ უნდა იყოს გადაბუგული ქალაქები, რატომ უნდა იყოს ომი, ლტოლვილი მოსახლეობა, კიდევ ეს გვინდა ჩვენ?!"- განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია "იმედთან".

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში