ლაშა ფარულავა - სარეაბილიტაციო სამუშაოები არაკეთილსინდისიერად მიმდინარეობს და ნაცვლად იმისა, რომ თბილისის განვითარების ფონდი რეაგირებდეს მესაკუთრეების წერილებზე, გადასულია მუქარაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, თბილისის განვითარების ფონდის მიერ, პროექტის „ახალი თბილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, საიათნოვას ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტები უხარისხოდ, არაკეთილსინდისიერად და დარღვევებით განხორციელდა.

მისივე თქმით, კერძო მესაკუთრეებმა თბილისის განვითარების ფონდს, უხარისხოდ განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებზე და ისტორიული მემკვიდრეობის ავთენტური ნაწილის დაზიანებაზე რეაგირება მოსთხოვეს.

„თბილისის განვითარების ფონდში არსებული სავარაუდო კორუფცია, გულგრილობა, დაუდევრობა არის მიზეზი იმისა, რომ მესაკუთრეებთან გაფორმებული ხელშეკრულება არ სრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების დარღვევით, უხარისხოდ, არაკეთილსინდისიერად მიმდინარეობს. დარღვეულია თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის ავთენტური ნაწილის რეაბილიტაციის ნორმები. იმის ნაცვლად, რომ ფონდი რეაგირებდეს მესაკუთრეების წერილებზე, პირიქით, მუქარაზე გადავიდა და მესაკუთრეებს ეუბნება, რომ ხელშეკრულებებს გაწყვეტს“, - განაცხადა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება