ალექსი პეტრიაშვილი - ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ არავითარი შედეგის მომტანი არ არის ჩხენკელის ჩანაცვლება დესპოტებით - სტუდენტების პროტესტს ვერავინ შეაჩერებს

უახლესი ისტორიის გადახედვა სჭირდება მოქმედ ხელისუფლებას, რათა გააცნობიეროს, რომ არავითარი შედეგის მომტანი არ არის ბიძინა ივანიშვილის ექვთიმესთან გამაიგივებელი ჩხენკელის ჩანაცვლება დესპოტებით. სტუდენტების პროტესტს ვერავინ შეაჩერებს, მითუმეტეს, ისეთი დამაზიანებელი განცხადებების ავტორი, რომლითაც გიორგი ამილახვარმა დაგვამახსოვრა თავი, - ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არავითარ ნიშანს არ იძლევა, რომ მას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიღების მტკიცე ნება აქვს.

„ვერავითარ კონკრეტულ შედეგს ვერ ვხედავ ამ ცვლილებებში. ახალგაზრდულმა მოძრაობამ იმდენად ძლიერად თქვა თავისი სიტყვა რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომ ჩხენკელი და ამილახვარი ერთად რომ იყვნენ და თვით „ლეგენდარული“ თეა წულუკიანიც მიიყვანონ განათლების სამინისტროში, ამ სტუდენტებს ვერაფერი გააჩერებს და პროტესტს ვერავინ ჩაახშობს.

ჩემმა მეგობარმა თქვა, რომ ყველაზე კარგი ნიშანია სისტემის რღვევის და ნგრევის, როდესაც არსებული პრობლემების მოგვარების მცდელობის მიზნით ცვლიან არსებულ ხელმძღვანელს უარესი, არაპროფილური კადრით, რასაც კიდევ უფრო მეტი ზიანი მოაქვს დარგისთვისაც და მმართველი ძალისთვისაც, რაც საბოლოო ჯამში, კოლაფსით გვირგვინდება. ეს კოლაფსი, ჩემი აზრით, უკვე დაწყებულია. სერგეენკომ ახლაც, ამ ვითარებაში თავისი შეფასება გააკეთა და ის საერთოდ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას. ვერც ჩაჩიბაიას და ვერც სერგეენკოს და ვერც სხვებს „ქართული ოცნება“ ვერაფერს დაუშავებს, რადგან „ქართული ოცნება“ არ არის დღეს იმ მდგომარეობაში, რომ ვინმეს რამე დაუშავოს და მას ახლა შიდა ყანყალი და რღვევა აქვს შესაჩერებელი. ჩემი აზრით, ამ ყველაფრის გვირგვინი იქნება 12 რეკომენდაციის შესრულების ჩავარდნა.

„ქართული ოცნება“ არავითარ ნიშანს არ იძლევა, რომ მას აქვს მტკიცე ნება ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ყველა კრიტიკულ მომენტში და ვითარებაში ისეთი ნომრების გამოგდება ვიხილეთ ჩვენ, მაგალითად, მედიამენეჯერის დაკავება სრულიად აბსურდულ ბრალდებაზე, რამდენიმე დღით ადრე, სანამ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ამ რუსული კანონის ინიცირება და მხარდაჭერა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც დაიწყო შემაფასებელი ანგარიშის წერა ევროკავშირმა და ევროკომისიამ. გენერალური მდივანი, ქალაქის მერი, უკვე პრემიერ-მინისტრიც რა განცხადებებსაც აკეთებენ, ეს არც ერთ შემთხვევაში არ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ პოლიტიკურ ძალას ოდნავი ნება აქვს იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღონ“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის