ზურაბ ჯაფარიძე - ბრიუსელში ვერ ხედავენ, რომ  „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირის მთავარ ღირებულებებს იზიარებს - ამაზე იყო საუბარი პრაქტიკულად, ყველა შეხვედრაზე

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიუსელსა და სტრასბურგში სამი ოპოზიციური პარტიის („დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“) ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ ევროკავშირის რიგ სტრუქტურებში აქვთ კითხვები, თუ სად არის საქართველო უკრაინის ომის დროს.

როგორც მან პრესკონფერენციაზე განმარტა, ოფიციალურ სტრუქტურებში ვერ ხედავენ „ქართული ოცნების“ მხრიდან მზაობას, რომ ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს.

„პრობლემები სადაც არის, ეს არის ორი ძირითადი მიმართულება. ერთი მიმართულება ეხება ღირებულებით ნაწილს, ამ ღირებულებით ნაწილში იგულისხმება ის, რომ ოფიციალურ სტრუქტურებში ვერ ხედავენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელიც არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, ეს ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების სურვილს, პოლიტპატიმრების არყოლას ქვეყანაში, ასევე თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს არსებობას ქვეყანაში. ასევე, გაჩაღებული ანტიდასავლური პროპაგანდა „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტების მხრიდან. ამაზე საუბარი იყო პრაქტიკულად, ყველა შეხვედრაზე. პრობლემის მეორე ნაწილი კი ეხება საქართველოს პოზიციონირებას უკრაინის ომთან მიმართებით. ევროკავშირის რიგ სტრუქტურებში აქვთ კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ სად არის საქართველო ამ ომის დროს, ვის მხარეს არის. ჩვენ გვქონდა შეხვედრები, სადაც ასევე ღია ტექსტით გვითხრეს, რომ მათ გაარკვიეს, სად არის საქართველო და საქართველო უკრაინის მხარეს არ არის“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ბრიუსელში ნათლად ხედავენ ქართველი ხალხის სურვილს, რომ ქვეყანა გახდეს ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი, მათ შორის ევროკავშირისა და ნატო-ს.

„ასევე, მათთვის საკმაოდ ცხადი გახდა, რომ საქართველოს დღევანდელ მთავრობას განსხვავებული პოზიცია აქვს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია და ხელისუფლების ცვლილება.

„საბოლოოდ, გამოსავალი მაინც არის ხელისუფლების ცვლილებაში. ჩვენ შეიძლება ზეწოლით და წნეხით დავათმობინოთ რიგი რეფორმები, მაგრამ ქვეყნის გეოპოლიტიკური პოზიციონირება და ანტიდასავლური პროპაგანდის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შედეგად“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა