ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ

“ჯანმოს მიერ შემუშავებული ინიციატივები უგულებელყოფს ქვეყნების სუვერენიტეტს და საყოველთაო, ტოტალიტარული სახელმწიფოს შექმნას უწყობს ხელს”, - ასე იწყება ჟურნალ The Defender-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ჟენევაში საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებს ეხება.

შეხვედრის ფარგლებში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციებში შესატანი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობდა, რომელიც საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ინსტრუმენტად მიიჩნევა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება სრულად შეცვლის ჯანმოს სტრუქტურას და გაზრდის მის ძალაუფლებას.

როგორც მკვლევარი ჯეიმს როგუსკი განმარტავს, საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციებში შეთავაზებული ცვლილებების იმპლემენტაცია გამოიწვევს ჯანმოს ტრანსფორმაციას - თუ ამჟამად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მხოლოდ მრჩევლის როლს ირგებს, რეგულაციებში ცვლილებების ასახვის შემთხვევაში, ის გახდება გლობალური მმართველი ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გატარება სამართლებრივად სავალდებულო იქნება წევრი ქვეყნებისთვის.

ჯერ კიდევ 2022 წელს The Defender-ი წერდა, რომ 2007 წელს SARS-CoV-1-ის წინააღმდეგ შემუშავებული საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციები შესაძლებლობას აძლევდა ჯანმოს გენერალურ დირექტორს, გამოეცხადებინა საგანგებო ჯანდაცვის სიტუაცია მთავრობებთან შეთანხმების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჩარჩო-კონვენცია ორივე მხარის თანხმობას მოითხოვს.

2023 წელს შეთავაზებული ცვლილებები კი კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჯანმოს ძალაუფლებას და მისცემს შესაძლებლობას, კრიზისულ სიტუაციებში საკუთარ ხელში აიღოს წარმოება, თავად გასცეს საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციებისთვის საჭირო ინსტრუმენტების შექმნის ინსტრუქცია “შესასვლელ პუნქტებში” (მაგალითად, ქვეყნების საზღვარზე), მართოს მილიარდობით დოლარის ბიუჯეტი და ფაქტობრივად, უგულებელყოს “ადამიანის უფლებები, თავისუფლება და ღირსების ხელშეუვალობა”.

დოქტორი ფრენსის ბოილი, ილიონისის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი განმარტავს, რომ აღნიშნული შესწორებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს საერთაშორისო სამართალთან, ხოლო ჯანმოს ხელშეკრულება არღვევს 1969 წლის “ვენის კონვენციას ხელშეკრულებების სამართლის შესახებ”.

მისივე თქმით, საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციებში შესატანი ცვლილებები და პანდემიის კონვენცია ხელს უწყობს მსოფლიო ტოტალიტარული სამედიცინო და სამეცნიერო ორგანოს შექმნას, რომელიც ტედროსისა და ჯანმოს კონტროლის ქვეშ იქნება მოქცეული.

“თითოეული დოკუმენტი ცალ-ცალკე ან ერთად ხელს შეუწყობს ტოტალიტარული სამედიცინო და სამეცნიერო მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბებას, რომელიც არ დაექვემდებარება ქვეყნებს, სახელმწიფოებსა და ადგილობრივ მთავრობებს”, - აღნიშნავს ბოილი.

ორივე დოკუმენტის თავიდან განსახილველად წარდგენა 21-30 მაისს გამართულ ჯანმოს მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე არის დაგეგმილი.

როგორც თავად ტედროსი აღნიშნავს, “ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ პანდემიის გაკვეთილები. შემოთავაზებული დოკუმენტი კი ასახავს პანდემიის პრევენციის, მზადყოფნის, კრიზისთან გამკლავებისთვის საჭირო ზომებისა და რეკონტრუქციის მისწრაფებებს”.

თუმცა, როგუსკი “პანდემიის კონვენციის” ანალიზზე დაფუძნებით განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივები გამოიწვევს სამართლებრივად სავალდებულო ჩარჩო კონვენციის შექმნას, რომელიც ჯანმოს დამატებით ძალაუფლებასა და სამართლებრივ ავტორიტეტს მისცემს.

უფრო მეტიც, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პანდემიის კონვენცია დააჩქარებს მედიკამენტებისთვის ავტორიზაციის მინიჭების პროცესს, შექმნის “გლობალური განხილვის მექანიზმს”, რომელიც შესაძლებლობას მიცემს ჯანმოს, გადახედოს ქვეყნების ეროვნულ ჯანდაცვის სისტემებს, ჩამოაყალიბოს “ერთი ჯანდაცვის” კონცეფცია, რომელიც ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს დასაცავად ერთიანი მიდგომების გამოყენებას გულისხმობს, რათა მოახდინოს კოვიდ-19-ის მსგავსი კრიზისების პრევენცია, წინასწარმეტყველება, აღმოჩენა და მასთან გამკლავება.

ექსპერტების აზრით, პანდემიის კონვენციის მსგავსად, საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციებში შეტანილი ცვლილებები ჯანმოს მიერ ძალაუფლების გაზრდას ემსახურება.

ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ჯანმოს ყურადღება მიმართული იქნება არა რეალური ადამიანების კეთილდღეობისკენ, არამედ სახელმწიფოების ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის შექმნისკენ, რაც გამოიწვევს “ეროვნული კომპეტენტური ორგანოს” ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება შეუზღუდავი ძალაუფლება აღნიშნული რეგულაციების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განსახორციელებლად, - ამბობს როგუსკი და განმარტავს, რომ რეალური და “პოტენციური” კრიზისული სიტუაციების შემთხვევაში, ჯანმოს მიეცემა ძალაუფლება, გლობალურად შემოიღოს სხვადასხვა კანონმდებლობა, რომლის განხორციელებაც წევრი ქვეყნებისთვის იურიდიულად სავალდებულო იქნება.

მათ შორის, შესაძლებელია დაწესდეს მოთხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაზე, ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთებზე, მოხდეს მოგზაურობის აკრძალვა, კარანტინის დაწესება და სავალდებულო გახდეს მოგზაურობის დროს ჯანმრთელობის დეკლარაციის შევსება თუ სხვა... ექსპერტების განმარტებით, შეიქმნება ახალი ბიუროკრატიული მექანიზმი, რომლის სათავეშიც ჯანმო იქნება წარმოდგენილი. უფრო მეტიც, ჯანდაცვის ორგანოს ექნება წვდომა ციფრულ მედია არხებზე, რათა მოახდინოს დეზინფორმაციისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების პრევენცია.

“აღნიშნული ცვლილებები შესაძლებლობას მისცემს ორგანოს, მოახდინოს განსხვავებული აზრის დეზინფორმაციად პოზიციონირება და განახორციელოს მისი ცენზურა”, - აღნიშნავს როგუსკი.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჯანმოს ინიციატივები გამოიწვევს ადამიანების უფლებების შეზღუდვას, შებღალავს თითოეული ინდივიდის სიტყვის თავისუფლებას და საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოების სუვერენიტეტს.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით