მიხეილ სარჯველაძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - შეცდომა იყო, რომ ჯეროვნად არ ვისაუბრეთ მოქალაქეებთან, ახლა გვინდა ავუხსნათ, რა იყო რეალურად გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ

შეცდომა იყო, რომ ჯეროვნად არ ვისაუბრეთ მოქალაქეებთან და ის, რაც ახლა გვინდა გავაკეთოთ, ავუხსნათ მოქალაქეებს, რა იყო რეალურად გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე ისაუბრა.

სარჯველაძის თქმით, უზნეობა იყო ის, რაც მას და მის კოლეგებს დააბრალეს, ე.წ. რუსული კანონის მიღება.

„დღეს აქ საუბარი იყო მორალზე, მიცემულ ხმებზე, შეცვლილ გადაწყვეტილებაზე და ა.შ. სხვათა შორის, აქვე ვიტყვი, რომ მსჯელობა იყო იმაზეც, რომ „არ ტეხავს“ შეცდომის აღიარება. შეცდომა იყო, რომ ჯეროვნად არ ვისაუბრეთ მოქალაქეებთან და ის, რაც ახლა გვინდა გავაკეთოთ, ავუხსნათ მოქალაქეებს, რა იყო რეალურად გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა. ზუსტად ამაშია საქმე და ეს შეცდომა ვაღიარეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ ვინმე, ოპოზიციურ მხარეს ის მორალური უპირატესობები გაუჩნდა, რაზეც მცდელობა იყო წარმოგედგინათ, როგორც რეალობა. ეს არ არის სწორი, არავის არავითარი მორალური უპირატესობა არ შეჰქმნია იმიტომ, რომ დღითიდღე ყველასთვის გასაგები ხდება, რომ ის, რაც ოპოზიციის პოლიტიკოსებმა იკადრეს, როდესაც მე, ჩემს კოლეგებს დაგვაბრალეს რუსული გადაწყვეტილების მიღება და ა.შ. ეს იყო ყველაზე დიდი უზნეობა, რომელიც ამ ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციას შემოუთავაზებია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე განმარტებით, საზოგადოებაში კანონის შესახებ კითხვები გაჩნდა.

„მათ შორის EPP-ის კანონპროექტიდან გამომდინარე გაჩნდა ეს კითხვები და სამართლიანად იმიტომ, რომ თუკი აქ ტრანსფარენტულობა არ შეიძლება და რუსული საქმეა, როგორ შეიძლება ევროპაში სხვა რამეს ნიშნავდეს?! დღეს ჩემი არაერთი კოლეგის რიტორიკა ტყუილებით იყო გაჯერებული. ხათუნა სამნიძე ისევ უტიფრად იტყუებოდა, როდესაც საზოგადოებას ეუბნებოდა, რომ თითქოს „ფარა“ მხოლოდ მტრული სახელმწიფოების ორგანიზაციების რეგისტრაციას ნიშნავს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში