პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დააბრუნა

პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც ორი მოსმენით იყო მიღებული, მესამე მოსმენიდან კვლავ მეორე მოსმენაზე - მის მუხლობრივ განხილვაზე დააბრუნა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, ამის მოტივია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაა.

“ჩვენი ამოცანაა დოკუმენტზე საკომიტეტო მსჯელობა გავაგრძელოთ და დავაზუსტოთ საკითხები, რაც ვენეციის კომისიის შეფასებით, დაზუსტებას და გამართვას საჭიროებს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად ნოემბერში განიხილა და მიიღო. პროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, მისი შეფასებით, საჯარო განცხადებების ფონზე საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დიდ რისკს შეიცავს, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება.

ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში აღნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხისადმი ორი მიდგომა არსებობს. პირველია სისტემური მიდგომა, რომელსაც პრევენციული ეფექტი აქვს და ბევრ სფეროს ეხება, მაგალითად მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ანტიმონოპოლიას, პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებს, გადასახადებს, კორუფციისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სფეროებს.

მეორეა “პერსონალური” მიდგომა, რომელიც მიზანში იღებს ხალხს, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად (სიმდიდრე, მედიის ფლობა) შესაძლოა “ოლიგარქებად” კვალიფიცირდნენ. ასეთი მიდგომა ამ ხალხის მიერ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე გავლენის შესაძლებლობას ზღუდავს.

ვენეციის კომისიის თანახმად, “პერსონალურ” მიდგომას უფრო სადამსჯელო ხასიათი აქვს და ადამიანის რამდენიმე უფლების დარღვევის რისკს იწვევს, თუ სათანადო დონის სასამართლო პროცესის გარანტიები არ არსებობს.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ უპირატესობას სისტემურ მიდგომას ანიჭებს, მაშინ როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანონპროექტი “პერსონალურ” მიდგომას ეყრდნობა.

“ვენეციის კომისია სისტემურ მიდგომას უფრო ემხრობა, რომელიც კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას მოიცავს, და მათ შორის ეფექტური თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საშუალებას იძლევა”, - წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისია კატეგორიულად არ უარყოფს “პერსონალური” მიდგომის ყველა ელემენტს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ასეთი მიდგომა მყარ პროცედურულ გარანტიებს საჭიროებს, რათა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევების პრევენცია მოხდეს.

“ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა და მაღალი რისკების გათვალისწინებით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ [საქართველოს] კანონპროექტში მიღებული “პერსონალური მიდგომა”, რომელიც გაურკვეველი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრავს პირებს და მათ სტიგმატიზაციას ახდენს, დიდ რისკს მოიცავს, რომ დასახული მიზნების მიღწევის ნაცვლად მოხდება ადამიანის უფლებების დარღვევა. კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება”, - წერია დასკვნაში.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დააბრუნა

პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც ორი მოსმენით იყო მიღებული, მესამე მოსმენიდან კვლავ მეორე მოსმენაზე - მის მუხლობრივ განხილვაზე დააბრუნა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, ამის მოტივია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაა.

“ჩვენი ამოცანაა დოკუმენტზე საკომიტეტო მსჯელობა გავაგრძელოთ და დავაზუსტოთ საკითხები, რაც ვენეციის კომისიის შეფასებით, დაზუსტებას და გამართვას საჭიროებს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად ნოემბერში განიხილა და მიიღო. პროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, მისი შეფასებით, საჯარო განცხადებების ფონზე საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დიდ რისკს შეიცავს, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება.

ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში აღნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხისადმი ორი მიდგომა არსებობს. პირველია სისტემური მიდგომა, რომელსაც პრევენციული ეფექტი აქვს და ბევრ სფეროს ეხება, მაგალითად მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ანტიმონოპოლიას, პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებს, გადასახადებს, კორუფციისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სფეროებს.

მეორეა “პერსონალური” მიდგომა, რომელიც მიზანში იღებს ხალხს, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად (სიმდიდრე, მედიის ფლობა) შესაძლოა “ოლიგარქებად” კვალიფიცირდნენ. ასეთი მიდგომა ამ ხალხის მიერ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე გავლენის შესაძლებლობას ზღუდავს.

ვენეციის კომისიის თანახმად, “პერსონალურ” მიდგომას უფრო სადამსჯელო ხასიათი აქვს და ადამიანის რამდენიმე უფლების დარღვევის რისკს იწვევს, თუ სათანადო დონის სასამართლო პროცესის გარანტიები არ არსებობს.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ უპირატესობას სისტემურ მიდგომას ანიჭებს, მაშინ როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანონპროექტი “პერსონალურ” მიდგომას ეყრდნობა.

“ვენეციის კომისია სისტემურ მიდგომას უფრო ემხრობა, რომელიც კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას მოიცავს, და მათ შორის ეფექტური თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საშუალებას იძლევა”, - წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისია კატეგორიულად არ უარყოფს “პერსონალური” მიდგომის ყველა ელემენტს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ასეთი მიდგომა მყარ პროცედურულ გარანტიებს საჭიროებს, რათა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევების პრევენცია მოხდეს.

“ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა და მაღალი რისკების გათვალისწინებით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ [საქართველოს] კანონპროექტში მიღებული “პერსონალური მიდგომა”, რომელიც გაურკვეველი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრავს პირებს და მათ სტიგმატიზაციას ახდენს, დიდ რისკს მოიცავს, რომ დასახული მიზნების მიღწევის ნაცვლად მოხდება ადამიანის უფლებების დარღვევა. კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება”, - წერია დასკვნაში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის