ხათუნა სამნიძე - მოლოდინი მაქვს, რომ ანალენა ბერბოკს დახურულ კარს მიღმა ხელისუფლებისთვის ძალიან მკაცრი გზავნილები ექნება

მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის ანალენა ბერბოკს დახურულ კარს მიღმა ძალიან მკაცრი გზავნილები ექნება , - ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, ბერბოკის ვიზიტის მიზანი მისი პირველივე განცხადებიდან გახდა ცნობილი და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას უკავშირდება.

“"ქართულ ოცნებაში" როლები გადანაწილებულია. არიან ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ მუშტი-კრივის როლი აქვთ, სოციალურ ქსელებში უხამსი პოსტების როლი, რუსული პროპაგანდის გამეორების როლი, ნაკლები სიმწვავის რუსული განცხადებების როლი და ა.შ. ასევე „ქართულ ოცნებას“ აქვს შიგნით გზავნილები, რასაც კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე აკეთებენ და საგარეო გზავნილები.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მიზანი, მინისტრის პირველივე განცხადებიდან ცნობილი იყო. ქვეყნის შიგნით და გარეთ არის ზეწოლა, რომ შეიცვალოს საგარეო კურსი, ეს იყო მისი ხედვა. მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის ბერბოკს დახურულ კარს მიღმა ძალიან მკაცრი გზავნილები ექნება“,- განაცხადა სამნიძემ.

ამასთან, სამნიძის თქმით, „ქართული ოცნების“ შიდა და საგარეო „მესიჯები“ განსხვავებულია და დახურულ კარს მიღმა ისინი „პროევროპულ განცხადებებს“ აკეთებენ.

„ამის მომსწრე პირადად ვარ. როდესაც საპარლამენტო დელეგაციით გერმანიაში მივლინებით ვიყავით, „ქართულ ოცნებას“ სრულიად სხვა რიტორიკა ჰქონდა. ისინი „ლგბტ“ სიტყვას წარმოთქვამდნენ, მაშინ როდესაც პარლამენტის ტრიბუნიდან წარმოთქმაც კი ეშინიათ.

ავიწყდებათ, რომ 21-ე საუკუნეში შეუძლებელია შიდა და საგარეო მესიჯები სხვადასხვა იყოს“,- განაცხადა სამნიძემ.

გარდა ამისა, სამნიძემ ისაუბრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში სტუდენტებთან დაგეგმილ შეხვედრაზეც და აღნიშნა, რომ ეს არის გზავნილი და „გერმანიამ იცის, სად დგას ქვეყანა და ქვეყნის საზოგადოება“.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება