მამუკა მდინარაძე ოპოზიციას  - კანონები ვერ წაგაკითხეთ საქართველოს პარლამენტში ზოგიერთ თქვენგანს, გერასიმოვის და მისი დოქტრინების კითხვას დაანებეთ თავი

კანონები ვერ წაგაკითხეთ საქართველოს პარლამენტში ზოგიერთ თქვენგანს და ამ გერასიმოვის და მისი დოქტრინების კითხვას დაანებეთ თავი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს.

მამუკა მდინარაძემ მანჯგალაძეს ურჩია, გერასიმოვის დოქტრინების ნაცვლად, სხვა რაღაცები წაიკითხოს.

აქვე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძეს განუმარტა, თუ რას ნიშნავს "მეხუთე კოლონა" და ურჩია, კლასიკოსებს გადახედოს.

პაატა მანჯგალაძე არ არის, გადასცემთ ალბათ, გერასიმოვის დოქტრინას, მე არ ვიცოდი საერთოდ და ეს კითხულობს თურმე, უზის და სწავლობს, სხვა რაღაცები წაიკითხოს. ისევე, როგორც თქვენ, „რესპუბლიკელი“ ბრძანდებით ქალბატონო ხათუნა, მეხუთე კოლონა ასე ვთქვათ, "გააპიარა" ჰემინგუეიმ თავისი ნაწარმოებით, სხვათა შორის "რესპუბლიკელების" ბრძოლა იყო ჯაშუშების წინააღმდეგ, ხომ ასე იყო, ეს უნდა იცოდეთ. რაც არ უნდა მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, "მეხუთე კოლონა" გარე ძალას არცერთ შემთხვევაში რომ არ ეწოდება ეს ხომ უნდა იცოდეთ, მარტივი ამბავია, "მეხუთე კოლონა" ვერ იქნება სხვა ქვეყნის, (ვინც არ უნდა იყოს) რომელიმე წარმომადგენელი. "მეხუთე კოლონა" ნიშნავს იმას, რომ შენთან შიგნით გებრძვის, რომ შენ ამოგატრიალოს, ქაოსი გამოიწვიოს და შენი ქვეყნის საბოტაჟი მოახდინოს. შესაბამისად ამისა, გირჩევთ, გერასიმოვის დოქტრინების ნაცვლად, კლასიკოსებს გადახედოთ, სხვა რაღაცები წაიკითხოთ. კანონები ვერ წაგაკითხეთ საქართველოს პარლამენტში ზოგიერთ თქვენგანს და ამ გერასიმოვის და მისი დოქტრინების კითხვას დაანებეთ თავი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს